საოკუპაციო რეჟიმის "შავი სია" - ცხინვალი აგვისტოს ომის მონაწილე 76 პირის დაკავებას რუსეთს სთხოვს
პოლიტიკა - 12:33, 21 Jul, 2017     5389
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო ბერკეტი და როგორც ინტერპოლის წევრმა ქვეყანამ უზრუნველყოს იმ ქართველი სამხედროების დაკავება, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის „შავ სიაში“ 76 პირია, რომელთა პირადი მონაცემებიც ცხინვალმა რუსეთს გადაუგზავნა, მათ შორის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

აგვისტოს ომის მონაწილე გენერალი გიგი კალანდაძე დარწმუნებულია რომ ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები, საოკუპაციო რეჟიმის ხელში საქართველოდან მოხვდა. როგორც გიგი კალანდაძემ „რუსთავი2“-თან საუბარში განაცხადა, საქართველოს მთავრობა, რომელიც „უნიათოს“ საფარქვეშ იმალება, თავისი ქმედებებით ხელს უწყობს ქვეყნის ოკუპაციას:

„ჰიბრიდული ბრძოლა გრძელდება, ე.წ ვენდეტას აგრძელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახური და ამას ხელს უწყობს მთელი სახელმწიფო. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს ნდობა არის მინიმუმამდე დასული. დღევანდელი ხელისუფლება შეფარულია იმითი, რომ არის უნიათო და ამ შეფარვის ქვეშ ახორციელებს ქვეყნის უზურპაციას და ხელს უწყობს ოკუპაციას.“- განაცხადა გიგი კალანდაძე.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა სახმელეთო ჯარების ყოფილი ხელმძღვანელი მერაბ კიკაბიძეც, მისი თქმით ჯარისკაცების დაცვის ბერკეტები სახელმწიფოს ხელშია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამას არ აკეთებს:

„მთავარი მესიჯი რაც შეიძლება ამაში იყოს არის ის რომ მომავალ თაობაში, რომელმაც საქართველოს გასათავისუფლებლად ბრძოლა უნდა გააგრძელოს დანერგონ შიში, რომ თქვენც ასე მოგივათ. დღევანდელ ხელისუფლებას ერთადერთი წარმატება რაშიც აქვს ეს არის კოლაბორაციონიზმი. უნისონში მოქმედებენ რუსეთის ხელისუფლებასთან“-გაანცხადა კიკაბიძემ „რუსთავი2“-თან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით ქართველი ჯარისკაცები აღიარებულები არიან საერთაშორისო დონეზე და ის თუ რა მიმოწერა აქვს საოკუპაციო რეჟიმს რუსეთთან ნაკლებად საინტერესოა:

„სულ რაღაც ორ კვირაში მრავალეროვნული წვრთნების დაწყებას აშშ-ის ვიცეპეზიდენტი ესტუმრება. ასე რომ ამ ხალხს დაცვა არ სჭირდება, ეს ხალხი არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე. ჩვენ არ გვაინტერესებს ე.წ ცხინვალის ხელისუფლების მიმოწერა რუსეთის ფედერაციასთან.“- განაცხადა იზორიამ.

უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის თქმით ნებისმიერი შეტევა ოკუპანტებთან მებრძოლ ჯარისკაცზე, არის შეტევა სახელმწიფოზე და საქართველოს სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს რომ ამგვარი სცენარის განვითარება არ დაუშვას:

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი მუდმივად გვებრძვის ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ინსტრუმენტებით, მათ შორის მარიონეტული რეჟიმების გამოყენებით. ნებისმიერი შეტევა ოკუპანტებთან მებრძოლ ჯარისკაცზე, არის შეტევა სახელმწიფოზე. ამიტომ ამგვარი სცენარის განვითარებას ჩვენ ძალია ყურადღებით უნდა მოვეპყროთ. ჩვენ ჩართულები ვართ და ვაგრძელებთ მონიტორინგს. საქართველოს სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს რომ ამგვარი სცენარის განვითარება არ დაუშვას.“- განაცხადა დავით რაქვიაშვილმა „რუსთავი2“-თან.

წყარო "რუსთავი2"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42