სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ახალქალაქში მარცვლეულის ნაკვეთები და სამელიორაციო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს
პოლიტიკა - 11:33, 21 Jul, 2017     620
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ჯიშთა გამოცდის სადგური საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა გიორგი ჩხეიძემ და იური ნოზაძემ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს.

აღნიშნული სადგური ერთ-ერთია ჯიშთა გამოცდის იმ 10 ცენტრიდან, რომლებსაც „მარცვლეულის ლოგისტიკური კომპანია” საქართველოს მასშტაბით ფლობს.

ახალქალაქში ჯიშთა გამოცდის სადემონსტრაციო ნაკვეთი 144 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც ყოველწლიურად სხვადასხვა ჯიშთა გამოცდა და თესლის გამოყვანა/წარმოება ხორციელდება. რაც შეეხება ხორბლისა და სოიოს სადემონსტრაციო ნაკვეთებს, აქ ჯიშთა 3 წლიანი გამოცდა წარმატებით დასრულდა. აღნიშნული ჯიშებით, საქართველოს მასშტაბით, 1 ჰექტარზე, საშუალოდ, შესაძლებელია მინიმუმ 5 ტონა სოიო და 4 ტონა ხორბლის მოყვანა.

მარცვლეულის ლოგისტიკურმა კომპანიამ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჯიშთა გამოცდა 4 წლის წინ დაიწყო და, დღეის მდგომარეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 3 000 ჰა-ის უზრუნველსაყოფად აქვს გაცემული სათესლე მასალა.

აღსანიშნავია, რომ სადემონსტრაციო ნაკვეთის წყლით მომარაგება შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ახალქალაქის რაიონში განხორციელებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გახდა შესაძლებელი. რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა ალმალოს სატუმბი სადგურის სრული აღდგენა, შედეგად წყალუზრუნველყოფილი იქნა 1 400 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. ამავე დროს სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42