მუხთარლის საქმე - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, უმრავლესობა პოლიტიკურ შოუზე საუბრობს
პოლიტიკა - 11:15, 21 Jul, 2017     1040
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუმხთარლის საქმეზე ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს. მათი თქმით საქმე იმდენად რეზონანსულია, რომ აუცილებელია მასზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას თქმით ხელისუფლებას პროცესის გაწელვის ტაქტიკა აქვს არჩეული:

„შეიქმნას არასამთავრობოებისგან დაკომპლექტებული საგამოძიებო კომისია და განტევების ვაცის სცენარი არ გათამაშდეს. ახლა ვიღაცეებს ხსნიან იმისთვის, რომ გამოაჩინონ, რომ პრინციპულად იქცევიან, სინამდვილეში ეს ასე არ არის. გამოძიების იმედი არ მაქვს, იქნება ალბათ პროცესის გაწელვის ტაქტიკა არჩეული.“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით ხელილსუფლება კვალის არევას ცდილობს:

„მოთხოვნას, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნას და მან ჩაატაროს სრულფასოვანი გამოძიება, არაფერი არ ცვლის, იმიტომ, რომ ახლა უკვე რითიც არის დაკავებული პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა, არის წაშალონ ის კვალი, რაც ამ საქმეს ჰქონდა. ეს განცხადება, რაც გააკეთა შს მინისტრმა, უბრალოდ კიდევ ერთი კვალის ამრევი ნაბიჯია,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის მოთხოვნას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა, დამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით ოპოზიციას აფგან მუხთარლის საქმის განხილვის პარლამენტში გადმოტანა შოუს მოწყობისთვის სურს:

„ოპოზიციამ შეიძლება ჩაიწეროს ამაზე პოლიტიკური ქულები, თორემ საზოგადოებისთვის მე ვფიქრობ, რომ ვერავითარი დამატებითი არგუმენტი ვერ იქნება მიწოდებული, რაც რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება პარლამენტის ფუნქციონირების პრინციპებს. ამიტომ, კომიტეტის ჩატარება შოუს მოწყობისთვის მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42