ე.წ "ქართული მარშის" ორგანიზატორები "ევროპულ საქართველოს" ემუქრებიან - ორი აქცია აღმაშენებლის გამზირზე
პოლიტიკა - 20:59, 20 Jul, 2017     4629
23 ივლისს, 20:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, „ევროპული საქართველოს“ მიერ დაანონსებული აქციის „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში“, პარალელურად „ქართული მარშის“ ორგანიზატორები კონტრაქციის ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ე.წ „ქართული მარშის“ ორგანიზატორები ლადო სადღობელაშვილი და კონსტანტინე მარგოშია ავრცელებენ:

„SOS!!! SOS!!! SOS!!! გაიზიარეთ ყველამ!!!გადაწყდა!!!! 23 ივლისს 19:00 -ზე მთელი საქართველო, ვიკრიბებით ბოკერიას და მისი მოღალატე თანამოაზრეების დასახვედრად!!! 23 ივლისსი თანამედროვე დიდიგორის ბრძოლაა!!! P.S გიგა ბოკერია, შენ თუ 23 ივლისს აღმაშენებელზე გაიარო .... მე ვიყო მიშა სააკაშვილი“- წერს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი კონსტანტინე მორგოშია ფეისბუკში.

მსგავსი მოწოდებებია ლადო სადღობელაშვილის მიმართვაშიც:

"მეგობრებო! ქართველებო! ყურადღება!

- ვრცელდება ინფორმაცია რომ 23-ში ბოკერია გეგმავს აქცია-მარშს აღმაშენებელზე! მოგიწოდებთ მობილიზაციისაკენ! არ დავუშვათ ამ ელგებეტეშნიკების და პირსისხლიანების პარპაში!!! აღვუდგეთ წინ!!! არ ჩავატარებინოთ აქცია! იგეგმება კონტრაქცია...!

- ჩვენ ვიკრიბებით 23 ივლის რკინიგზელთა სახლთან (აღმაშენებელზე) 19:00 საათზე!
ჩვენ 23 ივლისს 19:00 საათზე ვიკრიბებით რკინიგზელთა სახლთან! - პირსისხლიანი ბოკერიების აქტივობას წესი უნდა ავუგოთ!!!“- წერს ლადო სადღობელაშვილი.

შეგახსენებთ, ე.წ „ქართული მარშის“ ორგანიზატორების მუქარის სამიზნე გახდა, გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი, თათია დოლიძე, რომელმაც „ქართული მარში“ გაკრიტიკა. ე.წ „მარშის“ ორგანიზატორებმა მისი მისამართით გაუპატიურების მუქარის შემცველი შინაარსის კომენტარები დაწერეს.

მუქარის შესახებ დღეს საჯარო განცხადება გააკეთა ევროპული საქართველოს ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. ბრიფინგზე წარმოადგინეს ფეისბუკსქრინები, თუ როგორ ემუქრება ზაზა გაბედავა პარტიის წარმომადგენელ თამარ კაკაბაძეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42