გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა ელჩმა თათია დოლიძემ "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში მის მიმართ სოციალურ ქსელში დაწყებულ ანტიკამპანიაზე ილაპარაკა. მისი თქმით, შსს-ის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, მისი მისამართით ზეწოლა არ შეწყვეტილა, არამედ "ცილისწამების მეორე ტალღა დაიწყო, რომელიც მუქარას არ შეიცავს, ამიტომ გამოძიება აქ ვერ დამეხმარება. აქედან გამომდინარე იძულებული გავხდი, რომ დღეს კომენტარი გამეკეთებინა", - განაცხადა დოლიძემ.
"რადგანაც პირველი მცდელობა არ გამოუვიდათ, მათ გადაწყვიტეს ჩემი სახელის შებღალვა და საქართველოს მოღალატედ ჩემი გამოცხადება. არც ამაზე ვაპირებდი პასუხის გაცემას იმდენად სასაცილოც კი იყო ჩემი ფეისბუქიდან აღებულ ფოტოზე რამის დაწერა. ჯერ სოროსის აგენტი ვიყავი, მერე "გრუ"-ს აგენტი გავხდი, სასაცილოდ არ მყოფნიდა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის, ამ ინფორმაციამ კითხვები მაინც გააჩინა და რაღაც ტიპის აგრესია წამოვიდა ჩემ მიმართ", - განაცხადა თათია დოლიძემ "ქრონიკა"-სთან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






