პრეზიდენტმა ვეტო ერთდროულად ორ კანონპროექტს დაადო
პოლიტიკა - 18:01, 20 Jul, 2017     1973
საქართველოს პრეზიდენტმა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს ხვალ გადაეგზავნება.

პრეზიდენტის აზრით, ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმს და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, მიუღებელია ასევე, ამ კანონების მიღების დაჩქარებული ფორმაც. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებდა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ საარჩევნო წელს არ მომხდარიყო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო გარემოს შეეხებოდა. ამ შემთხვევაში კი, ორივე კანონი საარჩევნო გარემოს ეხება და არჩევნებამდე და 3 თვით ადრეა მიღებული.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს მოტივირებულ შენიშვნებს, მით უფრო, რომ მოტივირებული შენიშვნები ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების პოზიციას ეფუძნება.

“დარწმუნებული ვარ, რომ მმართველმა პარტიამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოუსმინოს განსხვავებულ აზრს და ეს განსხვავებული აზრი აქციოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემადგენელ ნაწილად“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი ვეტო “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექს“ ეხება, რომლითაც 7 თვითმმართველ ქალაქს - თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთას და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა.

“ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს “ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში მიენიჭა, რომელიც საწყის ეტაპზე, ამ სტატუსის მინიჭებას 7 ქალაქისთვის ითვალისწინებდა. იგეგმებოდა პროცესის უფრო გაღრმავებაც. ეს თავის დროზე შეფასდა უაღრესად დადებითად, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამის უკან შეტრიალება აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელია.

7 ქალაქისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში.

არადა თვითმმართველობა ის რეალური, ერთადერთი, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს, მთავარი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი, თ უ როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო საზოგადოებას, არ არსებობს. ეს პროცესი პირიქით უნდა გაღრმავებულიყო”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს ეხება.

“კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ცესკოში მმართველ პარტიას მეტი რაოდენობის წევრი ეყოლება და მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მეორე მხრივ, კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცესკოს შემადგენლობაში აღარ იქნება ასახული.

ეს აკნინებს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას და ასუსტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას. საარჩევნო სტრუქტურებში პოლიტიკური პლურალიზმი უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს, რომ ამ სტრუქტურების ეფექტურობის და სამართლიანობის მიმართ ჩვენი საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო ამაღლდეს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ორივე კანონზე ვეტოს დადების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, შემდგომ კი ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42