19 წლის გოგონას, ანა ხელაძის სასტიკ მკვლელობას მისი ლექტორი, მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ზერეკიძე ემოციური "ფეისბუქ" პოსტით ეხმაურება.
მისი თქმით, კათედრაზე დაფის ზედა კუთხეში გოგონამ სამახსოვროდ მოფარიკავე კაცუნა დატოვა. რომელიც დაფიდან არასდროს წაიშლება.
"ამ დღეებში თავზარი დამცა გავრცელებულმა ინფორმაციამ სტუდენტი გოგონას საზარელი მკვლელობის შესახებ.
დღეს გავიგე, რომ თურმე საუბარია ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ სტუდენტ გოგონაზე ...
ანა, სემესტრის ბოლოს ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ერთმანეთთან განშორება. კათედრაზე დაფის ზედა კუთხეში თქვენ სამახსოვროდ დამიტოვეთ ნახატი-მოფარიკავე კაცუნა, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში უკვე სიმბოლური შინაარსის მქონე იყო .
მე შეგპირდით, რომ ამ ნახატს სექტემბრამდე არ წავშლიდი.
ახლა გპირდებით, რომ მე მას არასოდეს წავშლი!
ღმერთო! ჩემი წილი გზის დიდი ნაწილი ალბათ უკვე გავიარე. არასოდეს არ ყოფილა ეს გზა უეკლო, მაგრამ არავისთვის, მათ შორის შენთვისაც, დახმარება არ მითხოვია.
ახლა გთხოვ:
ღმერთო, უმკურნალე ჩემს სამშობლოს!"- წერს ზერეკიძე.
მასალის გამოყენების პირობები






