"არც ქალთა მარშის შესახებ მქონდა ინფორმაცია, თორემ გაგამხნევებდით, ძვირფასო ქალბატონებო" -თათია დოლიძის ქმარი
სოც.მედია - 17:03, 20 Jul, 2017     3990

თათია დოლიძის ქმარი ვაკო თურნავა კრიტიკოსებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ჩემმა მეუღლემ თავისი სტატუსით "ლუსტრაციის" პროცესი წამოიწყო, ხოლო მე ჩემი სტატუსით ჩემდა უნებურად ეს "ლუსტრაციის" პროცესი გავაგრძელე. პოლიტიკური კულტურა, რა თქმა უნდა, საქართველოში ან არ გვაქვს ან ძალიან დასახვეწია. კიდევ ბევრი გამოაშკარავებს თავს ამ პროცესში, ასე ჩანს.

ყველასთვის გასაგები იყო, რომ მე პოლიტიკურ პარტიას მივმართე და არავითარ შემთხვევაში არასამთავრობოებს ან ქალებს, ან სხვა საღად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებმაც ჩემს მეუღლეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ლიბერალიზმის მამებიც ბრჭყალებში დავწერე სწორედ იმიტომ, რომ ლიბერალურ ღირებულებებს ვერ ვხედავ მოძალადე ადამიანებში, როგორებადაც მე მიმაჩნია კონკრეტული პარტია, თორემ ადამიანის პირადი თავისუფლების პირველი ქომაგი თავად ვარ.

იმათ კი ვინც ჩემი განცხადება ჩემი მეუღლის მიმართ უნდობლობად შერაცხეთ, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია. სტატუსის მეორე ნაწილმა შეგაწუხათ და პირველს მოსდექით სექსიზმის და ღრუზინობის ძახილით. სატელევიზიო აღიარებებამდე ეს ადამიანები უარყოფდნენ ამ მინაწერების ავტორობას და მე აღვნიშნე, რომ სიმართლე გაირკვევა და სამართალიც მოჰყვება სიმართლეს. ჩემი ოჯახის ასეთი შეურაცხყოფა და მუქარა არცერთ გარეწარს არ შერჩება. მე პატივს ვცემ თათიას გადაწყვეტილებას, რომ ეს საკითხი ისე მოაგვაროს, როგორც თვითონ ჩათვალა საჭიროდ და მის გვერდში ვარ.

საბედნიეროდ, ბევრია ისეთი ადამიანი საქართველოში,(თუნდაც ის ახალგაზრდები ვის გვერდითაც იდგა თათია ოკუპაციის ხაზთან), რომ ჩემს სტატუსს თავის თავზე არ მიიღებდა და სწორედ ეს ადამიანები არიან საქართველოს მომავალი და არა თქვენ - "ქართველთა მარშის" ის ორგანიზატორები, ვინც ჩემს ცოლს შეურაცხყოფებს აყენებთ, ან ფსევდო ლიბერალები, რომლებიც მხოლოდ იმ ძალადობას გმობთ, რომელიც თქვენს პარტიულ ინტერესებს ეხმიანება და სხვას დღემდე აპრავებთ ან როგორც მინიმუმ - არ გმობთ.

სამწუხაროდ, ჩემი მეუღლისგან შორს ვიმყოფები და აქედან რთულია, ყველაფრისთვის თვალის დევნება. არც ქალთა მარშის შესახებ მქონდა ინფორმაცია, თორემ გაგამხნევებდით, ძვირფასო ქალბატონებო, ძალიან რომ გეწყინათ ჩემი უყურადღებობა. ბევრი ქალი ვიცი ჩემი მეუღლის თამადობით, რომელიც ბევრ კაცზე უფრო ვაჟკაცია ! ის რომ ორივე მხარე დამიპირისპირდა იმის კარგი მაჩვენებელია, რომ სწორ პოზიციაზე ვდგავარ.

P.S. ისწავლეთ კრიტიკის მიღება. კლავიატურშიკობა კი ჩემი საქმე არ არის. ეს თქვენი თვითდამკვიდრების პრაქტიკა ყოფილა" - წერს თურნავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 2017 წლის 17 ივლისს დაიწყო გამოძიება სოციალური ქსელის მეშვეობოთ, გაეროში ახალგაზრდების ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით.

საქმე ეხება ,,ქართული მარშის“ ორგაიზატორთა მხრიდან თათია დოლიძის მიმართ მუქარას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42