”რასაკვირველია, ვიზიტიც უნდა განახორციელონ აქ თბილისში და ჩვენ ცხადია იქ პერიოდულად და სისტემატიურად ვივლით. შევეცდებით ჩვენი კოლეგების დარწმუნებას იმაში, რომ ეს აუცილებელია და დიალოგში ყველა ფრაქცია უნდა იყოს წარმოდგენილი. თავის მხრივ დუმის დეპუტატმა ბატონმა კალაშნიკოვმა ბრძანა, რომ მას აქვს მანდატი სრულიად დუმის სახელით გვესაუბროს და ეს ძალიან კარგი ფაქტია. რამე ძვრა როგორ მოხდება, თუ დიალოგი არ შედგა?" - განაცხადა ადა მარშანიამ.
ადა მარშანიას თქმით, რუსეთის დუმაში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ნატო-ს. მარშანიას განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთს შესთავაზა, შეიქმნას ახალი ფორმატი - საქართველო-ნატო-რუსეთი. ადა მარშანიას თქმით, იდეამ სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ამასთანავე „პატრიოტთა ალიანსს“ მიაჩნია, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი უფრო ლიბერალური უნდა გახდეს.
რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის და ჟენევის ფორმატებს, ადა მარშანიას მიაჩნია, რომ ისინი ნაკლებად ეფექტურია, ამიტომ ადა მარშანიას თქმით, სექტემბერში შეიქმნება მეგობრობის ჯგუფი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების საკითხზე ყოველთვიურად იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები






