საია სამართალდამცავებს ენმ-ს წარმომადგენლის და მისი 80 წლის მამის ცემის ფაქტის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 15:00, 20 Jul, 2017     1514
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოფელ ურაველში "ქართული ოცნების" აქტივისტების მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის და მისი 80 წლის მამის ცემის ფაქტს ეხმაურება. საია სამართალდამცავებს ძალადობის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. მათივე თქმით, ინციდენტში მონაწილე პირებს დაუკავშირდნენ მაგრამ ზაზა გელაძემ და გიორგი ლონდარიძემ მათთან საუბარი არ ისურვეს.

"საია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად, ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ 2017 წლის 16 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისა და მისის ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი და გამოიკვლიონ ხომ არ იყო ქმედება პოლიტიკური მოტივით ჩადენილი.

როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენა დაკავშირებული იყოს დაზარალებულის პოლიტიკური აქტივობასა და შეხედულებებთან. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებისა და გამოძიების ორგანოებმა გამოძიების საწყის ეტაპზევე სათანადო ყურადღება მიაქციონ ამ გარემოებას, გამოიკვლიონ საქმეში არსებული შესაძლო პოლიტიკური მოტივი, მიანიჭონ სათანადო კვალიფიკაცია (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლზე მითითებით) და დადასტურების შემთხვევაში, ეს ნიშანი განიხილონ პასუხისმგებლობის დამძიმების კონტექსტში.

ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება პოლიტიკური მოტივით იყოს ჩადენილი, მით უფრო თუ ის იქნება ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო, დროულად უნდა იქნას გამოძიებული და აღკვეთილი შესაბამისი ორგანოების მიერ.

ამასთანავე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობისა და დაპირისპირებისაგან, აგრეთვე ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც წაახალისებს ძალადობას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 16 ივლისს თავდასხმა განხორციელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ბეგლარ კაპანაძისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. ამავე ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ძალადობისთვის.გამოძიებამ დაკითხა დაზარალებულები და ასევე ჩატარდა ექსპერტიზა, დამატებითი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ამ ეტაპზე, უცნობია.

დაზარალებულები თავდასხმაში ბრალს სდებენ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ახალციხის მერის ყოფილ მოადგილეს, ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს, ზაზა გელაძესა და დასუფთავების სამსახურის უფროსს, გიორგი ლონდარიძეს.

ბეგლარ კაპანაძე იხსენებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებამდე, თავდამსხმელებმა მას პოლიტიკური წარსული და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მუშაობა შეახსენეს. შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, როგორც ბეგლარ კაპანაძეს, ასევე მის მამას და შვილებს, რომლებიც ოჯახის წევრების დასახმარებლად მივიდნენ. დაზარალებულები განმარტავენ, რომ ინციდენტში დაახლოებით 9-12 ადამიანი მონაწილეობდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება და წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობა. მათი განცხადებით, ბეგლარ კაპანაძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიამ ურაველში კანდიდატად უნდა დაასახელოს, რაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებისთვის გახდა ცნობილი და მას თავს დაესხნენ, რათა დააშინონ

თავის მხრივ, მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა „ქართული ოცნება“ და სამართალდამცავებს მოუწოდა დროული რეაგირება მოახდინონ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

18 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაზარალებულებს; ჩვენ ასევე დავუკავშირდით ინციდენტში სავარაუდოდ მონაწილე პირებს - ზაზა გელაძეს და გიორგი ლონდარიძეს, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.

საია აგრძელებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და საზოგადოების ინფორმირებას ამ პროცესში დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების და სახელმწიფოს მხრიდან მათზე განხორციელებული ქმედებების შესახებ” - აღნიშნავენ საია-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42