შს მინისტრმა აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 14:53, 20 Jul, 2017     1237
შინაგან საქმეთა მინისტრმა აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების შესახებ ბრიფინგი გამართა. გიორგი მღებრიშვილმა გამოძიების შუალედური ანგარიში წარადგინა და განაცხადა რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება:

"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები, სულ დათვალიერებულია 46 კამერის ჩანაწერი, მათ შორის კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე 10 კამერა, მიმდებარე ტერიტორიაზე 19 კამერის ვიდეოჩანაწერი. ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრი მაისურით, სავარაუდოდ აფგან მუხტარლი 4 ნომერ მიკროავტობუსში ჯდება. გამოიკითხა მოწმეები, მარშუტკის მძღოლები, რომლებმაც თქვეს, რომ მათი მარშრუტი მოიცავს სამასი არაგველიდან გოთუას ქუჩამდე და 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. გამოიკითხა ათეულობით მოწმეა ტაქსის მძღოლები, ობიექტების თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან გატაცების ფაქტი. მუხტარლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერდა 27 ვიდეჩანაწერი, რაშიც არ ფიქსირდება მუხტარლი. გამოიკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ 29 მაისს არ დაუნახავთ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, არც სხვა საეჭვო გარემოება. გამოიკითხა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 66 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ სასაზღვრო ზოლში რაიმე სახის ინციდენტს, ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია. სულ ჯამში დაიკითხა 343 მოწმე. გამოძიება "მაგთიკომიდან" გამოითხოვა 25 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით მუხტარლის მობილურზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს გაეგზავნათ მათ წარმოებაში არსებულ მასალების გამოთხოვისა და მუხტარლის დაკითხვის თაობაზე შეტყობინება, ასევე ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ. მუხტარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას და მის შვილს დაენიშნათ დაცვა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. მათი დამცველი ადვოკატი გაეცნო სისხლის სამართლის მასალებს და მიეცა ვიდეოჩანაწერების დათვალიერების საშუალება.საქმეზე გამოძიება გრძელდება." - განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42