თბილისის მერიაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 14:16, 20 Jul, 2017     1244
2017 წლის შემოდგომაზე დედაქალაქი რიგით მე-9 თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალთან დაკავშირებით თბილისის მერიაში პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ფესტივალის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა გააცნეს. პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა ფესტივალის პროგრამა წარადგინეს.

ფესტივალი 18 სექტემბერიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 18 სექტემბრიდან თბილისში გერმანიის, ირლანდის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის მსოფლიო შედევრები და ახალი აღმოჩენები იქნება წარმოდგენილი.

მაყურებელს შეუძლია ასევე იხილოს სახელგანთქმული კშიშტოფ ვარლიკოვსკის შედევრი „ფრანგები“ და დედ ცენტრის „ჩეხოვის ბოლო პიესა“, ლევან წულაძის და დავით დოიაშვილის იტალიასა და რუმინეთში დადგმული სპექტაკლები; ბერლინის ოქროს ეპოქის მუსიკის პერფორმანსი და წარსულისაკენ გასროლილი კითხვები- მომავლის განსზაღვრისათვის - შტოლპეშტაინე.

„ტრადიციული საშემოდგომო ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც უკვე მე-9 წელია ტარდება, ეს ღონისძიება წელს გამორჩეული იქნება იმით, რომ ძალიან ბევრი უცხოური დასი ჩამოვა და მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში ადგილობრივებთან ერთად. ღონისძიებების ნაწილი გაიმართება ღია ცის ქვეშ, შემოდგომის გრილ ამინდში, ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიქცევს და ჩვენი თანამოქალაქეები და ჩამოსული სტუმრები, ტურისტები ასევე ისიამოვნებენ ამ ღონისძიებებით. ფესტივალის ფარგლებში, 18 სექტემბრიდან თითქმის მთელი თვის განმავლობაში იქნება ღონისძიებები“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ასევე, ტრადიციულად, წელს ღია ცის ქვეშ მაყურებელი როკ-ბენდის და საჰაერო შოუს სინთეზს „მუარე“ -ს იხილავს (კომპანია „დუშამ პილოტი“ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი) ამწეზე დაკიდებული პერფორმერები ჰაერში სკულპტურულ კომპოზიციებს, სხვადასხვა ფიგურებს გამოსახავენ, ამ ყველაფერს კი ფონად „დიუშამ პილოტის“ ორიგინალური მუსიკა ახლავს.

2-6 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ქართული სპექტაკლების პროგრამა Georgian ShowCase.

ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის (2016-2017) შეჯამებაა. შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 90-მდე საერთაშორისო სტუმარს ელოდებიან.

წელს ფესტივალის კლუბი, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლებს ფესტივალის მონაწილეებსა და მაყურებელს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალმა სულ მოკლე ხანში შეძლო მოეპოვებინა საერთაშორისო პრესტიჟი, პოპულარობა და რეპუტაცია.

თბილისისთვის ფესტივალი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, კულტურული ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის; თანამედროვე მსოფლიოსთვის კი მნიშვნელოვანი კულტურული სივრცე-ადგილი, სადაც უდიდესი თეატრალური ტრადიციებისა და ამოუწურავი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება ხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42