ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება
პოლიტიკა - 13:52, 20 Jul, 2017     1595

„ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს იმ შედეგების, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ უნდა მოუტანოს როგორც საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს, ასევე რეგიონის ქვეყნებს. იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი მალე ამუშავდება“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ თურქეთში ვიზიტისას განაცხადა. გიორგი გახარია ყარსში თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, აჰმეთ არსლანს შეხვდა და მასთან ერთად ყარსიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე პირველი მატარებლით იმგზავრა ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის აშენდა. ორი ქვეყნის მინისტრებთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელები, თურქეთის სამთავრობო და კერძო უწყებების ასზე მეტი წარმომადგენელი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. მოდერნიზებულ მატარებელში, რომელიც თურქეთის მხარემ უზრუნველყო, მხარეებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს, სადაც პროექტის მიმდინარეობა განიხილეს და ისაუბრეს მასში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების საკითხებზე.

„ჩვენი შეხვედრის მიზანია, ვნახოთ, რა ეტაპზე ვართ და როდის შეიძლება ეს პროექტი ამოქმედდეს, რადგან სამივე ქვეყანას დიდი მოლოდინი გვაქვს იმ შედეგების, რაც ამ რკინიგზის ამოქმედებამ უნდა მოგვიტანოს. ამ პროექტს აქვს დიდი მასშტაბი, ის იძენს რეგიონალურ დატვირთვას და ამის დასტურია ყაზახეთიდან ჩვენი კოლეგის აქ ყოფნაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტში კიდევ უფრო მეტი ქვეყნები ჩაერთვებიან და იქნება უფრო დიდი ეკონომიკური ეფექტი. გამოვთქვამ, სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე ამუშავდეს ეს პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური წინსვლის გაძლიერებას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრს მასპინძლობისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ისტორიული პროექტი და დღეს ჩვენ ყველა ვართ ამ ისტორიული ფაქტის მომსწრეები, როდესაც საშუალება გვეძლევა პირველად ვიმგზავროთ ახალ ხაზზე მატარებლით. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, სამი სახელმწიფოსთვის, მისი წყალობით საშუალება გვეძლევა განვავითაროთ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. მოგეხსენებათ, რომ პროექტი დაიწყო აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, მისი რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ემატება ყაზახეთი და თურქმენეთი და მთლიანად აბრეშუმის გზა ლონდონიდან პეკინამდე გადაიჭიმება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას როგორც ჩვენს, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის, შესაბამისად, მოკლე ვადაში ვაპირებთ ამ პროექტის დასრულებას და გახსნას“ - აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა.

ოთხი ქვეყნის დელეგაციებმა, გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე აშენებული საკონტეინერო ტერმინალი და ახალქალაქის ვაგზალი დაათვალიერეს, სადაც უკვე დასრულებულია კონსტრუქციების მშენებლობა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გახსნის ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად ჩამოსულები არიან ყაზახი კოლეგები. ჩვენ თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად ჩამოყალიბებული გვაქვს ასოციაცია „შუა დერეფანი,“ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დააკავშირებს შუა აზიის ქვეყნებს ჩვენს რეგიონთან, თურქეთთან, ჩინეთს დააკავშირებს ჩვენი რეგიონისა და ევროპის ბაზრებთან. ჩვენი შეხვედრის მიზანია, რომ გავეცნოთ პროგრესს, რომელიც არსებობს როგორც თურქეთის მხარეს, ასევე საქართველოს მონაკვეთზე და გამოვთქვამთ იმედს, რომ უახლოეს მომავალში ამ დერეფანს უკვე პირველი ბლოკმატარებელი გაივლის“ - განუცხადა ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა, მამუკა ბახტაძემ.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის 29 იანვარს გაიარა. ამჟამად პროექტის უდიდესი ნაწილი დასრულებულია და მისი ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42