აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო აგრძელებს კონტრტერორისტული კანონმდებლობის დახვეწას
პოლიტიკა - 13:09, 20 Jul, 2017     1463
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ტერორიზმისა და მასთან ბრძოლის შესახებ, ყოველწლიურ ქვეყნების ანგარიშს აქვეყნებს, რომლის ერთერთი ქვეთავი საქართველოს ეხება.


„საქართველო დიდი ხანია, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის წევრია და აგრძელებს აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე, რჩება აშშ-შის გლობალური უსაფრთხოების პარტნიორად.

აგვისტოს თვეში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დავით ბოჭორიშვილს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ტერორისტულ საქმიანობებში დამნაშავედ ცნეს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლის კუთხით.

საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს შიდასახელმწიფოებრივი პროგრამების განხორციელებით ექსტრემიზმთან. მედიის ცნობით, გასულ წელს საქართველოს 50-დან 100-მდე მოქალაქე იბრძოლა სირიასა და ერაყში. საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ის ისლამური ექსტრემიზმის სატრანზიტო ქვეყნად რჩება, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს, ერაყს, სირიას და თურქეთს შორის.

კანონმდებლობა, სამართადალმცავი ორგანოები და სასაზღვრო უსაფრთხოება:

“ საქართველო განაგრძობს კონტრტერორისტული კანონმდებლობის დახვეწას და ახლა უკვე აქვს სამართლებრივი ჩარჩო ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშუელებების გამოსაძიებლად. გაეროს უშიშროების საბჭოს 2178-ე რეზოლუციის გათვალისწინებით, 2015 წელს მთავრობამ შეცვალა სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა შესაბამისი კანონები, რომლებიც მიმართულია უცხოელი მებრძოლებისა და ტერორისტული აქტების მხარდაჭერის პრევენციისა და მათი დასჯისკენ. ეს ცვლილებები, რომლებიც დაფუძნებულია 2014 წელს კრიმინალურ კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, უზრუნველყოფს საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეთა, ასევე ტერორისტულ დაჯგუფებებში გაწევრიანებულთა და იმ პირთა სმართლებრივ დევნას, რომლებმაც ტერორისტული აქტები ვერ აღკვეთეს.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური ხელმძღვანელობს ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტების გამოძიებას და ზოგადად, კარგად არის მომზადებული და აღჭურვილი. საერთო ჯამშ, მთავრობას დიდწილად შუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, აღკვეთა და მათზე რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ კონტრტერორიზმის საქმეებზე პასუხიმგებლობას რამდენიმე სამინისტრო და სააგენტო იზიარებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ლიდერის პოზიცია აქვს, მას შემდეგ რაც 2015 წელს ეს უწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო.

საქართველომ გააუმჯობესა საზღვრის უსაფრთხოება, როგორც ეს აუცილებელი იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. თუმცა საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, არ არსებობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და ასევე ქვეყნის რთული რელიები ზღუდვას საზღვრის დაცვის უსაფრთხოებას.

სამართალდამცავები იყენებენ კამერებს, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა სიას და აქვთ მგზავრთა გადაადგილების ჩანაწერები, რაც პოტენციური ტერორისტების გადაადგილებას ხელს უშლის. ამავდროულად, უფრო ბიომეტრიული და ბიოგრაფიული სქრინინგის სისტემების უფრო სრულყოფა და ოპერატიული პროცედურების სტანდარტის დანერგვა კიდევ უფრო გაზრდიდა ამ კუთხით საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს.

აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახური, უკეთ აღჭურვილია პატრულირებისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ზოლისა. აშშ-ის მთავრობა განაგრძობს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია მასობრივი განადგურების იარაღის გამოსავლენად. საქართველო უზიარებს საზღვრისპირა ტერორიზმთან დაკავშირებულ ინფორმაცის მის სამხრეთელ მეზობლებს - სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს - პოლიციის ატაშეების მეშვეობით." - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო არის ევროპის საბჭოს იმ ექპერტების კომიტეტის წევრი, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებზე მუშაობს. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფინანსური დაზვერვის განყოფილების ეგმონტის ჯგუფის წევრია.

საქართველომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, რაც მიმართული იყო ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ და ემსახურებოდა ამ კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.

ძალადობივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა: 2016 წელს, საქართველო კვლავ აგრძელებდა ძალადობის რადიკალიზაციის თავიდან აცილებას მოწყვლად მოსახლეობაში. ხელისუფლება ასევე განგრძობდა ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ბანკისის ხეობაში, რომელიც მიამრთული იყო ახალგაზრდებისადმი. მაგალითად, განათლების სამინიტრო , პანკისში, ადგილობრივ სკოლებთან ერთად ახორციელებდა ქართიული ენის შესწავლის , სამოქალაქო განათლებისა და მეცნიერული პროგრამების გაცნობას. სპორტისა და ახალგზრდობის სამინისტრომ გააუმჯობესა სავარჯიშო დარბაზები და შექმნა სკოლამდელი პროგრამები.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ქვეყნის მასშტაბით მრავალი ღონისძიება წარადგინა, რომელიც პატიმრების რეაბილიტაციისკენ და მათი რადიკალიზაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. შეთავაზებულ პროგრამებში შედიოდა რისკის მართვის, სტრესის შემსუბუქების, განათლების გაგრძელებისა და კარიერული მომსახურების პროგრამები.

საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობა:

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რეგიონულ პარტნიორებთან ტერორიზმთან ბრძოლლის საკითხე. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს შორის ნატო-სთან და და მონაწილეობს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და უცხოელ ტეროსიტთა წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის საქმიანობაში. ასევე, არის წევრი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სუამის. 2016 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო ევროპის უსაფრთხოებისა და თანმშრომლობის ორგანიზაციის კონფერენციაში, ბერლინში.

საქართველო კვლავაც რჩება ნატოს არაწევრ უმსხვილეს კონტრიბუტორად ავღანეთში და ყველა ქვეყანას შორის, მეოთხე კონტრიბუტორად აშშ-ის, გერმანიისა და იტალიის შემდეგ“ - ნათქვამია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42