საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეალურ შეთავაზებას ელოდება
პოლიტიკა - 12:17, 20 Jul, 2017     1183
ოპოზიცია ხელისუფლებისგან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეალურ შეთავაზებას ელოდება, თუმცა საკუთარ მოთხოვნებს აყენებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დიალოგის დაწყვება შესაძლებელია, თუმცა ამ პროცესში მმართველ გუნდს ულტიმატუმების ენით საუბრი არ გამოადგება.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, კონსულტაციებს მხოლოდ ფასადური ხასიათი ექნება.

ხელისუფლებოის მიზანი კი საკონსტიტუციო პროცესის "გაპრავებაა".

„ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ამ კონსულტაციებს მხოლოდ ფასადური ხასიათი ექნება და ექნება იმის მიზანი, რომ გააპრავოს საკონსტიტუციო პროცესი. ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისფლება აცხადებს, რომ არანაირ დათმობაზე არ აპირებს წასვლას. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ივანიშვილს გავუპრავოთ მისი ოჯახის კონსტიტუციის მიღების პროცესი, მაგრამ მივიღებთ მონაწილეობას ყველა იმ პროცესში ყველა იმ კონსულტაციაში, რომელსაც ექნება რეალური მიზანი, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ ჩიხიდან,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

”ევროპული საქართველო" მმართველ გუნდს საკუთარი წინადადებების გახმოვანებისკენ მოუწოდებს.

ზურაბ ჭიაბერასვილის თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ პოზიციები გარკვეულწილად უნდა დათმოს.

„ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა თქვას, რა ცვლილებებს შეიტანს საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, რომ გადავიდეთ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე. ვაცხადებთ, მიმდინარე დღეების განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა დადოს, კონკრეტულად რას აკეთებს და მერე თითოეული ოპოზიციური პარტია და, მათ შორის, „ევროპული საქართველო“ დაინახავს რამდენად არის ეს გამოსავალი იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ მთელი ეს პროცესი შეიყვანა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42