ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო შტაბის უფროსი და პრესსპიკერი წარადგინა
პოლიტიკა - 11:45, 20 Jul, 2017     2232
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და პრესსპიკერი წარადგინა. ელისაშვილის საარჩევნო შტაბს ორგანიზაცია „ცხენების გადარჩენის ცენტრის“ დამფუძნებელი ვანო ნორაკიძე უხელმძღვანელებს, პრესსპიკერი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ლაშა მესხი იქნება.

“დღეს წარმოგიდგენთ ჩემი საარჩევნო გუნდის ორ უმნიშვნელოვანეს ადამიანს და წარმომადგენელს: საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ვანო ნორაკიძესა და საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერს, მედიისთვის კარგად ცნობილ ლაშა მესხს. ხოლო ვანო ახალგაზრდა კაცი, მაგრამ იურისტების პროფესიულ წრეებში პატივსაცემი, სახელმოხვეჭილი და წესიერი ადამიანი. ჩვენ ერთად გვაქვს გავლილი სამი წლის წინ საარჩევნო პერიპეტიები; მაშინ ვანო იყო ჩემი საარჩევნო შტაბის წევრი – თავდაუზოგავი და მშრომელი. ჩვენ ერთად გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში. შესაბამისად, მე დიდი პატივით წარვადგენ მას შტაბის უფროსად და ჩემთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ის იქნება ამ რთულ, დაუნდობელ ბრძოლაში ჩემი შტაბის ხელმძღვანელი. რაც შეეხება ლაშას, მას კარგად იცნობთ ჟურნალისტები და საზოგადოებაც – ის არის წესიერი, კვალიფიციური, მებრძოლი, პროფესონალი და შეუპოვარი ადამიანი. მე გუდიაშვილზე გამართულ პრეზენტაციაზე დავპირდი ხალხს, რომ თანდათან წარვადგენდი ჩემს გუნდს და მხოლოდ ორი ნიშანი იქნებოდა გუნდის წევრობისთვის აუცილებელი – პროფესიონალიზმი და წესიერება. ასეთი ხალხით დავაკომპლექტებ გუნდს, ახლა ორი მათგანია წარმოდგენილი. აი ასეთ ხალხთან ერთად შევდივარ ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში.” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით არჩევნებში მისი მონაწილეობის მთავარი პრინციპი არის ის რომ ის არის დამოკიდებული მხოლოდ ხალხზე და არაა დამოკიდებული პარტიებზე და დიდ ბიზნესზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42