"არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია, აგრესია იყოს ქართული"- ჯანელიძე ე.წ "ქართულ მარშზე"
პოლიტიკა - 10:10, 20 Jul, 2017     1939
ე.წ ქართული მარშის თემას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა. როგორც მინისტრი სოციალურ ქსელში წერს არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია, აგრესია იყოს ქართული. ჯანელიძის თქმით მსგავსი დაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს:

„რამდენიმე დღეა ვხედავთ, რომ საზოგადოება არის უკიდურესად გაღიზიანებული ე.წ. "ქართული მარშის" და მისი შედეგების გამო. მე სრულიად ვიზიარებ ამ ემოციას. არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია, აგრესია იყოს ქართული. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც უდიდესი და უძველესი კულტურა გვაქვს, დაფუძნებული შემწყნარებლობასა და ტოლერანტობაზე.

რათქმაუნდა თავისუფალი აზრის გამოხატვა ის ძირითადი უფლებაა, რომლის დაცვისკენაც ჩვენ მივისწრაფით, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, და რაც გვაკავშირებს დასავლურ ცივილიზაციასთან. თუმცა თავისუფალი აზრის გამოხატვა და თუნდაც სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა, იქნება ეს მიგრაცია თუ სხვა, არ შეიძლება ატარებდეს შეურაცხყოფის და მუქარის სახეს. განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი მუქარა და შეურაცხყოფა განსხვავებული აზრის მქონე სხვა მოქალაქის მიმართ.

ეს დაპირისპირება ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. მარტივია დაქსაქსული საზოგადოების კონტროლი. საჭიროა, ყველა კარგად დაფიქრდეს თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა გააზრებულმა თუ გაუაზრებელმა ამგვარმა ქმედებებმა.“- წერს მიხეილ ჯანელიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42