საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ელჩებისადმი გაკეთებულ მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსის წარმოამდგენლებს მოუწოდა მსოფლიოს მაშტაბით საქართველოს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ ემუშავათ.
"დღეს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზზე და ხაზიდან მთელ მსოფლიოს მოუწოდებდნენ შეეჩერებიათ რუსული აგრესია. სამწუხაროდ, ამის პარალელურად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხვდებოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და იმის ნაცვლად რომ მათთვის ეთხოვა გაეძლიერებინათ მუშაობა ანტიანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ, მათ სთხოვდა და მოუწოდებდა ემუშავათ საქართველოს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით და ამას მოუწოდებდა იმ ელჩებს რომლებიც არიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული" - განაცხადა აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






