განცხადებებს იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირება 2-ჯერ სთხოვა და ორივეჯერ უარი მიიღო, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე ეხმაურება. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე და იქაური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სააკაშვილი წერს, სიმართლე იმის საპირისპირო იყო რასაც მხარეები აცხადებენ:
„სიმართლე იყო ზუსტად საპირისპირო.
უკრაინამ უარი თქვა ფორმალურად, რადგან კონსტიტუციის თანახმად უკრაინას არ შეუძლია თავისი მოქალაქეების გადაცემა. არაფორმალურად კი უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა შესთავაზა საქართველოს შეექმნა ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ყალბი საფუძველი, რაზეც პოროშენკომ უარი მიიღო. იმიტომ რომ ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, სწორედ იმისთვის შექმნილი, რომ მე არ ჩავიდე თბილისში. თუ ჩავალ - ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვინმემ მე დიდი ხნით დამაკავოს, ამიტომაც ივანიშვილს საქართველოში ნამდვილად არ ვჭირდები.
საქმის ოფიციალური მხარეც კი საკმაოდ კურიოზულად გამოიყურება:
ქართველი მილიარდერი-ოლიგარქი, გაზპრომის უმსხვილესი კერძო აქციონერი „სთხოვს“ უკრაინელ მილიარდერ-ოლიგარქ უკრაინის პრეზიდენტს, რომ მე დამაპატიმროს. ახმეტოვმა შეუკვეთა 20-სერიიანი ფილმი ჩემზე, თავისი არხისთვის, რომელშიც 20 მილიონი გაზპრომის ფული დაიხარჯა.
ისე გამოვიდა რომ მე ვიქეცი ნამდვილ ნადავლად არა მარტო პუტინისთვის, არამედ პოსტსაბჭოთა ოლიგარქებისთვისაც. ისინი შინაგანად გრძნობენ ჩემგან საფრთხეს, მეც შევეცდები ეს იმედები არ გავუცრუო“- წერს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით დღეს განცხადებები გააკეთეს, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე საქართველოს მთავრობის წევრებმაც, მათ შორის მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






