“აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშოფთებას გამოთქვამს საქართველო-ტანოს დაგეგმილი ფართომასშტაბური წვრთნების გამო, რომელშიც ჯავშანტექტნიკა და ავიაცია, ასევე რამდენიმე ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გეგმაზომიერი ზრდა და ოპერატიული მომზადების ინტენსივობა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას და ძირს უთხრის არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად მიმართულ საერთაშორისო ფორმატების ძალისხმევას.
საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი წვრთნები უკვე რამდენიმე წელია იმართება და წლიდან წლამდე შესამჩნევი ხდება მასში მონაწილე სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის რაოდენობის სერიოზული ზრდა. ასეთი სტატისტიკა ღიად მეტყველებს საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდაზე, მისი ამერიკელი და ევროპელი მხარდაჭერების უშუალო ჩართულობით.
ჩვენ გვინდა შეგახსენოთ, რომ დასავლეთის ქვეყნების ასეთმა არაშორსმჭვრეტელურმა და საშიშმა პოლიტიკამ, საქართველოს მილიტარიზაციის პროცესის აქტიურად ხელშეწყობამ , საქართველოში რევანშისტული განწყობის ზრდა გამოიწვია, რამაც საბოლოოდ ბიძგი მისცა ოფიციალურ თბილისს, 2008 წლის აგვისტოში აგრესია წამოეწყო“ - ნათქვამია მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






