თანამშრომლობა ოზურგეთის მერიასა და ფონდ „აი ია“-ს შორის გრძელდება
პოლიტიკა - 17:16, 19 Jul, 2017     1547
საქველმოქმედო ფონდ "აი ია"-ს ინიციატივითა და ხელშეწყობით სმენადარღვეულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრმა ქალაქ ოზურგეთში 15-16 ივნისს ორდღიანი ტრენინგი სახელწოდებით "კოხლეარული იმპლანტაცია - მძიმე სმენადაზიანების რეაბილიტაციის ყველაზე ეფექტური მეთოდი", ადგილობრივი სკოლების ინკლუზიური პედაგოგების, საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და დაზიანებული სმენის მქონე ბავშვების მშობლებისათვის ჩაატარა.

დღეს, უკვე, ფონდ “აი ია“-მ სამედიცინო ცენტრ “მედალფა“-ს სმენის შემოწმების აპარატურა გადასცა. სკრინინგის აპარატურა, რომელიც ოზურგეთისა და გურიის მოსახლეობისთვის ფონდ „აი ია“-ს დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა შეიძინა, სმენის პრობლემის დიაგნოსტირებას ადგილზე გახდის ხელმისაწვდომს.

სკრინინგის აპარატის გადაცემის პროცესს, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე დაესწრო.

„მივესალმები ფონდ “აი ია“-ს ამ მნიშვნელოვან და ამავე დროს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. სკრინინგის აპარატის ოზურგეთში განთავსება, გარდა მისი საჭიროებისა, ამ პრობლემის მქონე ბავშვების მშობლებს შეღავათს გაუწევს. მათთვის დიაგნოსტირება ადგილზევე გახდება შესაძლებელი. მადლობს ვუხდი ფონდ „აი ია“- ს დამფუძნებელს ბატონ ვანო ჩხარტიშვილს ამ ქველმოქმედებისთვის“ - აღნიშნა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

დღესვე სამედიცინო კლინიკა “მედალფა“-ში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“, ფონდ „აი ია“-ს და შპს „კინდ-სმენა“-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი ჩატარდა. აღნიშნული ტრენინგი მიზანად ისახავს სამედიცინო პერსონალის სწავლებას სკრინინგის პრაქტიკული უნარჩვევბის განვითარებაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი 1000 ახალშობილიდან დაახლოებით 1-დან 5 ახალშობილს აღენიშნება თანდაყოლილი ან ადრულ ასაკში გამოვლენილი სენსონევრული სიყრუე ან მწვავე თუ ღრმა ხარისხის სმენის დარღვევა, რაც იწვევს მეტყველების, ვერბალური კომუნიცაციის და კოგნიტიური უნარების შენელებულ განვითარებას, ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის, სასწავლო პროგრამების ათვისების და ინტელექტუალური განვითარების შეფერხებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42