,,სააკაშვილის ექსტრადირება შეუძლებელია, თეა წულუკიანმა საერთაშორისო სამართლის ნორმები არ იცის“
პოლიტიკა - 15:20, 19 Jul, 2017     4295
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინის კონსტიტუციით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თეორიული შანსიც კი არ არსებობს.

"5 წლის შემდეგ, საქართველო-უკრაინის, სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხი ბუნებრივია არ დადგებოდა. იმიტომ, რომ ორივე ქვეყანას ძალიან დიდი პრობლემა აქვს რუსული ოკუპაციის სახით. 2014 წელს ჩვენ შანსი გაუშვით შანსი, როცა პირდაპირ არშეუერთდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ისევე როგორც დღეს, ივანიშვილის ხელისუფლებას პოლიტიკური შურისძიება ჰქონდა განზრახული. ეს იყო ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა. სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" სახელმწიფოებრივ ჭრილში არ ფიქრობს.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრების დღეს გაკეთებულ განცხადებებს, მოვისმინე თეა წულუკიანის განცხადება და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო სამართლის ნორმები არ იცის და ვერ ერკვევა უკრაინის კანონმდებლობაში. ამ ქვეყნის კანონმდებლობით, უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება შეუძლებელია. ასევე კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეობის ჩამორთმევა შეუძლებელია. ივანიშვილის ხელისუფლება კი აქტიურ პროპაგანდას ატარებს, რომ სააკაშვილი კვლავ დევნილობაში იყოს და დაანგრიონ ქვეყნის იმიჯი. ასე რომ თუ კანონს დავეყრდნობით, მისი ექსტრადირება შეუძლებელია. ნებისმიერი მოთხოვნა კი ფარატინა ქაღალდზე დარჩება. იმედი მაქვს რომ უკრაინის ხელისუფლებას კეთილგონიერება ეყოფა და არ განახორციელებს პოლიტიკურ დევნას საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ"- უთხრა "ნიუპოსტს" ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემას ქართული მხარე დასაბუთებული მტკიცებულებების საფუძველზე ითხოვდა.

"საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ორჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალურად უარი," - აცხადებს წულუკიანი.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის თქმით, სააკაშვილის ექსტრადიციის თემა პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების სალაპარაკო თემა არ უნდა იყოს.

მისი თქმით, "არ ჰგონია, რომ ერთი ძებნილი პირის გამო მინისტრები ან სახელმწიფო უწყებების მნიშვნელოვანი რესურსები უნდა გამოვიყენოთ".

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის განმავლობაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ექსტრადირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს თავს არიდებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას უკრაინიდან ჯერ კიდევ 2015 წლიდან მოითხოვა, თუმცა ეს მიმართვა უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად უპასუხოდ დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42