სუს-ის უფროსის მოადგილე „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 14:08, 19 Jul, 2017     875
თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ მიმდინარეობს. ღონისძიების მეორე დღეს სამუშაო სესია - „სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“ გაიმართა. სესიის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სიტყვით გამოვიდა.

საკუთარ გამოსვლაში უფროსის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება.კერძოდ, საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული სამხედრო კონტიგენტი, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. გამოსვლაში ალექსანდრე ტაბატაძემ ხაზი გაუსვა გიგა ოთხოზორიასა და გიორგი გიუნაშვილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებს, ასევე ისაუბრა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე.

დიპლომატებს და სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძემ და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

სამუშაო სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯები, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმდინარეობის პროცესი.

„ამბასადორიალი 2017“ თბილისის პარლამენტის შენობაში ოფიციალურად გუშინ გაიხსნა და 21 ივლისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42