უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელი ხალხის სახელით მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
"ეს არ არის ოკუპაციის ხაზი, ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის.
შეხედეთ ამ მოქალაქეს თვალებში, ეს არის რუსეთის აგრესიის შედეგი. ერთ მხარეს ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, კურორტებს, ინვესტორებს, ბედნიერ ხალხს, ეკონომიკურ ზრდას, უვიზო რეჟიმს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ ცრემლს, უფლებების დარღვევას, ხალხს, რომელსაც არ აქვთ სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენთვის ეს არის უდიდესი მოტივაცია, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, როგორც უკრაინის ასევე საქართველოსი და ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ვიზიტის ფარგლებში ვარ აქ, რომ ვუთხრა ამ ხალხს, რომ ისინი მარტო არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






