ოკუპანტები ვერ გატეხენ ქართველ და უკრაინელ ხალხს- გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 13:59, 19 Jul, 2017     1347
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ოძისის საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

პრეზიდენტები ოძისში იმ ადგილთან გაჩერდნენ, საიდანაც 2008 წლის ომის შემდეგ აშენებული რუსული სამხედრო ბაზა მოჩანს.

ადგილზე გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

დღესვე პეტრო პოროშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისი მოინახულეს და ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი დაათვალიერეს.

საოკუპაციო ხაზთან პრეზიდენტები გამყოფი ხაზის- მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათი ყოველდღიური ცხოვრებით დაინტერესდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ გამყოფ ხაზთან მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

"ჩვენ არ შევეგუებით რუსულ აგრესიას, ოკუპანტები ვერც ხალხს და ვერც ხელისუფლებას ვერ გატეხენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საოკუპაციო ხაზთან.

"დღეს ოკუპაციის ხაზთან ვიმყოფებით ორი ქვეყნის, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და არ ეგუებიან იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი, მაგრამ არც ქართველები, არც უკრაინელები არასდროს არ გამტყდარან.

მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და აი ასეთი ოკუპაციის ხაზები დაინგრევა, დაინგრევა და გაერთიანდება ჩვენი სახელმწიფოები და იქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში -გარდა, რუსეთისა",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42