23-ე ბატალიონის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისიას ასრულებს
პოლიტიკა - 12:40, 19 Jul, 2017     818
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას - EUTM RCA ასრულებს. მისიაში მონაწილე მშვიდობისყოფელების დაჯილდოების ცერემონიალი დედაქალაქ ბანგიში მდებარე ბაზა „უკატექსზე“ გაიმართა.

სამხედროებს საერთაშორისო ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის მისიის ხელმძღვანელმა, ბელგიელმა გენერალმაჰერმან რაისმა მადლობა გადაუხადა და მშვიდობისმყოფელებს სამახსოვროდ „მისიებისა და ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ ბელგიის სამეფოს მედლები გადასცა. სიტყვით მიმართვისას ბელგიელმა გენერალმა სამხედრო-საწვრთნელი მისიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA 31 იანვრიდან ჩაერთო. ქართული კონტინგენტი მისიას 6 თვის განმავლობაში დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებ ოცეულს რამდენიმე კვირაში ამავე ბრიგადის 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეული ჩაანაცვლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42