„საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა პოროშენკომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა. პირველ რიგში მან განაცხადა, რომ „ სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს ისეთი ეფექტური მოლაპარაკების ფორმატი, როგორიც მინსკის შეთანხმებაა, რომელიც რუსული ჯარების გაყვანას ივალისწინებს.“ საქმე იმაშია, რომ 2008 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა რუსული ჯარების გაყვანას, მაგრამ პრეზიდენტ პოროშენოსგან განსხვავებით მე 2008 წელს უარი ვთქვი ამ ტერიტორიების სტატუსის უზრუველყოფის ვალდებულება ამეღო, რასაც სარკოზი მიმტკიცებდა რუსეთის მოთხოვნის შესაბამისად, პოროშენკო კი იძულებული გახდა უკან დაეხია და ეს საკითხი მოლაპარაკებებში შეიტანა. ასე რომ, პატივცემულო პეტრო ალექსის ძევ, ჯარების გაყვანის შესახებ ჩვენ შეთანხმება გვქონდა (სხვა საქმეა რომ რუსეთი ამას ორივე შემთხვევაში არ ასრულებს) , თავად შეთანხმების შინაარსი კი მინსკისგან განსხვავებით კაბალური არ იყო.
მეორე შეცდომა პირადად მე მეხება. რა მოხდება თუ რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი საქართველოს მთავრობა მოგმართავთ? მზად ხართ დაარღვიოთ კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი და უკრაინის მოქალაქის გადაცემის საკითხი განიხილოთ? სამართლის საკითხებში მრჩევლები გამოცვალეთ, ბატონო პრეზიდენტო!
დიახ, და კიდევ. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომ მე არ დავხვედროდი უკრაინის პრეზიდენტს ან პრემიერს აეროპორტში და თავადვე არ გამეცილებინა. ახლა კი ვითომ არაფერი, საქართველოს ხელისუფლებამ პოროშენკოს დასახვედრად განათლების მინისტრი გაგზავნა. მე როგორც ორივე ქვეყნის პატრიოტს, არ მომწონს როდესაც ამგვარად ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტის „ჩამოქვეითებას“- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






