საქართველო პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პორიოშენკო ახალგორთან, სოფელ ოძისში არსებულ ვითარებას ეცნობიან.
პრეზიდენტებმა ოძისის ქართული საგუშაგოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე რუსული სამხედრო ბაზა დაათვალიერეს.
ოძისიდან მარგველაშვილი და პოროშენკო სოფელ ხურვალეთში ჩავლენ, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. საოკუპაციო ზოლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ პეტრო პოროშენკო ევროკავშირის მონიტორებისგან ადგილზე მიიღებს დეტალურ ინფორმაციას. სოფელ ხურვალეთში უკრაინის პრეზიდენტს საოკუპაციო ზოლის უფრო ახლოს დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.
პეტრო პოროშენკო სოფელ ხურვალეთში იმ ადგილს ნახავს, სადაც ე.წ საზღვარი მავთულხლართებითაა დაფიქსირებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ ვანიშვილების ოჯახს გასაუბრება.
მასალის გამოყენების პირობები






