ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 19:04, 18 Jul, 2017     1373
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 99 წლისთავი აღინიშნება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში, უკრაინა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მძიმე და ემოციურ პერიოდებში ედგა გვერდით, რასაც ქართველი ერი დიდად აფასებს. მისივე განცხადებით, მსგავსად საქართველო ყოველთვის იყო და იქნება უკრაინის გვერდით. პეტრო პოროშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომ ქართველი ერი უკრაინელი ხალხის ყველაზე ერთგული და ახლო მეგობარია.

პეტრო პოროშენკომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა, როდესაც რუსული სამხედრო აგრესიის დროს, თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ ქართველ ხალხთან ერთად რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი იდგა და ქვეყნისადმი სოლიდარობას გამოხატავდა.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ეს არის უკრაინის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი 1995 წლის შემდეგ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიურდება, რასაც ბოლო პერიოდში მაღალი რანგის გაცვლითი ვიზიტებიც ადასტურებს. მხარეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის პერიოდში ხელმოწერილი დოკუმენტები ნათლად ასახავს ქვეყნებს შორის გაღრმავებული ურთიერთობის ბუნებას.

ირაკლი კობახიძემ უკრაინის პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმის არსი და ძირითადი ცვლილებები გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს თავდაცვის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში გაღრმავებულ თანამშრომლობას. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. ირაკლი კობახიძემ და პეტრო პოროშენკომ განიხილეს ორმხრივი კავშირების გაძლიერების მიზნით უახლოეს მომავალში დაგეგმილი ღონისძიებებიც, მათ შორის, უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ვიზიტები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ქმედებები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, გამოწვევებთან გამკლავება ერთობლივი მუშაობით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობით უნდა მოხდეს.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42