პრეზიდენტმა ელჩებთან არაღიარებისა და ანტიანექსიური პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯები განიხილა
პოლიტიკა - 18:29, 18 Jul, 2017     1392
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ამბასადორიალი - 2017“-ის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე -დეოკუპაციისა და ანტიანექსიურ პოლიტიკაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო არენაზე საქართველოს გეოპოლიტიკური როლის კიდევ უფრო აქტიურად წარმოჩენაზე და ასევე საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

„შევეხეთ ცალკეულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების საკითხებს და რეგიონულ პოლიტიკას. დიდი დრო დაეთმო უსაფრთხოებასა და რუსეთის ფედერაციას. ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის კონკრეტული ნაბიჯები გაიწერება.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ უაღრესად მტკიცე ნაბიჯები გადადგა არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით და ჩვენ მართლაც გვაქვს ძალიან სერიოზული წარმატება. არაღიარების პოლიტიკაში ჩვენს წარმატებას ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხობს უაღრესად საშიში ნაბიჯებით, რაც გამოიხატება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებში და ასევე მცოცავ ოკუპაციაში.

საუბარი იყო სწორედ იმაზე, როგორ უნდა შეჩერდეს ეს ნაბიჯები, როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება, რომ ხორციელდებოდეს რეაქცია არამხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე, არამედ ზოგადად რომ დაფიქსირდეს მსგავსი ტიპის პოლიტიკის მიუღებლობა”, - განაცხადა პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42