გაზის ახალი ტარიფი დღეიდან ამოქმედდება
პოლიტიკა - 11:14, 20 Jul, 2017     9996
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბუნებრივი გაზის ახალი სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა, ტარიფის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სხდომაზე, რომელიც მიმდინარე წლის 18 ივლისს გაიმართა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე იმსჯელა.

ტარიფების გაანგარიშების პროექტები საჯარო სხდომაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა წარმოადგინა.

კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 46.153 თეთრი/მ3-ით; მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3-ით; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს - 1.884 თეთრი/მ3-ს; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 39.113 თეთრი/მ3-ს; ტარიფები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფია - 48.314 თეთრი/მ3 (დღგ-ს გარეშე). მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს - 1.884 თეთრი/მ3-ს; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 19.620 თეთრი/მ3-ს; ტარიფები მოცემულიადღგ-ს გარეშე. ხოლო სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 57.011 თეთრი/მ3-ს.

სს „საქორგგაზის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი განისაზღვრა - 48.314 თეთრი/მ3-ით. მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს 1.884 თეთრი/მ3-ს; ხოლო განაწილების საქმიანობის ტარიფი - 19.680 თეთრი/მ3-ს. ტარიფები მოცემულია დღგს გარეშე. ხოლო დღგ-ს ჩათვლით სამომხმარებლო ტარიფი განისაზღვრა- 57.001 თეთრი/მ3-ით.

ბუნებრივი აირის ფასი გაეზრდება სოკარ ჯორჯია გაზის და საქორ-გაზის აბონენტების 47%-ს ანუ ე.წ. რეგულირებულ აბონენტებს, რომლებიც ქსელში ჩართულები არიან 2007 წლამდე, რაც შეეხება 53% მომხმარებელს, რომლებიც ე.წ. დერეგულირებული აბონენტები არიან, ანუ ქსელში ჩაერთვნენ 2007 წლიდან, მათთვის ბუნებრივ აირის ფასს ადგენს გამანაწილებელი კომპანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42