"ჩვენ წარვადგინეთ აუდიტორული დასკვნები კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების წლების მიხედვით, შესაბამისად, მოხდა გარკვეული რაოდენობის ხარჯების გათვალისწინება, გარკვეული რაოდენობის ხარჯები არ გაითვალისწინეს, თუმცა ახალი მიდგომაა ის, რომ ვინიდან კომპანია დღეს ახორციელებს როგორც კომერციული, ისე სოციალური კუთხით აბონენტების მომსახურებას, გარკვეული ხარჯები იქნა გათვალისწინებული კომერციული კუთხით, რაღაც ხარჯები - სოციალური სეგმენტის კუთხით და რაღაც ხარჯები გაიყო სხვადასხვა პროცენტული რაოდენობით, ეს ჩვენთვის სიახლეა, რომელიც დამუშავებას საჭიროებს. კომპანია დღეს იმყოფება სპეციალური მმართვის რეჟიმში. მე არ ვარ გენერალური დირექტორი, შესაბამისად, ამ ტარიფის ფორმირების დროს არ იქნა გათვალისწინებული ის დავალიანება, რომელიც გააჩნია კომპანიას სახელმწიფოს წინაშე, რადგან ეს დავალიანება წარმოშობილია გაზის ნასყიდობის დავალიანების კუთხით. შესაბამისად, ჩემი უფლება-მოვალეობები შემოიფარგლება ვალების მომსახურების ნაწილში. აქედან გამომდინარე, ფინანსური გადაანგარიშების შემდეგ, ჩემთვის უკვე ცნობილი იქნება, სახელმწიფოს წინაშე არსებულ დავალიანებას გადავიხდი 3 წლის განმავლობაში, თუ რა დრო დამჭირდება."- განაცხადა მამუკა კობახიძემ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე თბილისში გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის სამივე წევრმა გაითვალისწინა სატარიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება. გადაწყვეტილება დაეფუძნა სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელი კომპონენტების ტარიფებს. ყველა კომპონენტის ტარიფში ზრდა ფიქსირდება. გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა და 46.15 თეთრი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






