სოფლის მეურნეობის სამინისტროში აშშ-სა და საქართველოს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
პოლიტიკა - 15:54, 18 Jul, 2017     889
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპასა და შუა აზიაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილესთან, დანიელ მალანთან ამერიკასა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებს.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საქართველოში აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან აქტიურად არის მხარდაჭერილი. საუბარი შეეხო ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ისეთ ბაზრებზე პოზიციონირების გააქტიურებას, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, იაპონია და სხვა აზიური ბაზრები.

აღინიშნა, რომ აშშ-ის ბაზარზე რეალურად დიდი პოტენციალი აქვს ადგილი დაიმკვიდროს ისეთ აგრარულ პროდუქციას, როგორებიცაა ღვინო, თხილი, მინერალური წყლები, ნატურალური წვენები და ყველი, განსაკუთრებით, თუშური გუდა.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ქართული ღვინის და განსაკუთრებით „საფერავის“ არომატი, ამერიკელი მომხმარებლისთვის საინტერესოა. ის ფაქტი, რომ აშშ-ის სამ ქალაქში - ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში არსებოს ცენტრები, რომლებიც ქართულ ღვინოს უწევენ პოპულარიზაციას და რომ საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წევრია, ხელს უწყობს ქართული ღვინის დამკვიდრებას აშშ-ის ბაზარზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42