თავდაცვის მინისტრი საერთო საჯარისო ცენტრის იუბილეს დაესწრო
პოლიტიკა - 15:08, 18 Jul, 2017     1179
საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის გახდა. საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა, ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედროებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის მედლებით „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ ოთხი სამხედრო მოსამსახურე პირადად დააჯილდოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლებით შვიდი სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ დააჯილდოვეს.

დღესვე, საერთო საჯარისო ცენტრის იუბილე გამოფენით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და მოწვეულმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურული პროექტები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

წვრთნისა და სამხედრო განათლების სისტემის რეფორმის შედეგად საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა. სასწავლო დაწესებულებაში გაერთიანებულია კაპიტნის საკარიერო, მანევრის, საბრძოლო მხარდაჭერის, საბრძოლო უზრუნველყოფის და ავიაციიასა და საჰაერო თავდაცვის სკოლები. ცენტრში პირადი შემადგენლობის მომზადება ტაქტიკურ დონეზე მიმდინარეობს. საერთო საჯარისო ცენტრში უმცროს ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების 77 სასწავლო პროგრამა ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42