"ჩემი მეუღლის ოჯახი საქართველომ ჰოლოდომორის დროს შიმშილით სიკვდილისგან იხსნა"- პოროშენკო
პოლიტიკა - 14:36, 18 Jul, 2017     7408
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰოლოდომორის დროს საქართველომ მისი მეუღლის ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა.

„ყველა არ იცის, რომ 1933 წელს, ჰოლოდომორის დროს, ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა იძულებული იყო ოჯახით თბილისში გაქცეულიყო და საქართველომ იხსნა ჩემი მეუღლის ოჯახ​ი შიმშილით სიკვდილისგან. ჩემი მეუღლის ბებია ანა ნადეჟდინა 1943 წელს სტალინგრადში მოხვდა და ევაკუირებული იყო, სად? - თბილისში. თბილისში ცხოვრობდა. გუშინ, მარინამ თავის დედას დაურეკა და მინდა, ეს სახლი ვნახო და მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ჩემი მეუღლის ოჯახს უშველა. ეს რჩება თაობებში და ეს მტკიცე საფუძველს აყალიბებს ჩვენი ნდობის და მეგობრობის.“- განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას ერთი და იმავე საფრთხეები აქვთ:

„უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ უნიკალური ატმოსფეროსთვის, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ პირველივე ნაბიჯებიდან იგრძნო. თქვენ მათ შორის ხართ, ვისაც უკრაინა ძალიან ენდობა. სასიამოვნოა, რომ თბილისში მაშინ ვიმყოფები, როცა ჩვენი სახელმწიფოები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ოთხ დღეში აღნიშნავენ" - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42