"თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები აბსოლუტურად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან" - კობახიძე
პოლიტიკა - 13:23, 18 Jul, 2017     1262
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადებას სამართლებრივი არგუმენტები ვერ ექნება.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადია. მისივე თქმით, იგივე შეიძლება ითქვას ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებითაც.

„რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, აქ სამართლებრივი არგუმენტები მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია. თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები არის სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადი და ეს უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას. ასევე, შემიძლია ვთქვა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. იყო უამრავი სირთულე დაკავშირებული ადმინისტრაციის ფორმირების წესთან. მათ შორის, ბლოკების ინსტიტუტს გავიხსენებ, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის სამართლიანი წესის ჩამოყალიბებას. ჩვენ შევეცადეთ, რომ შესაბამისობაში მოგვეყვანა ადმინისტრაციის ფორმირების წესი სამართლებრივ პრინციპებთან. ამისთვის სახელმძღვანელოდ ავიღეთ პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი და დაცულია პარიტეტი მმართველ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს არის ძალიან სამართლიანი პრინციპი. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი არგუმენტები ვეტოს აქაც ვერ ექნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42