საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები დელეგაციებთან ერთად განიხილეს
პოლიტიკა - 12:32, 18 Jul, 2017     1235
საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში დელეგაციების თანხლებით გაფართოებულ ფორმატში გამართეს შეხვედრა.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე ესწრებოდნენ, საქართველო- უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პეტრო პოროშენკოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერისათვის. და თავის მხრივ ქართველი ხალხის სახელით დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის შეფასებისა და მკაფიო მესიჯების ჩამოყალიბებისაკენ.

სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება, განათლებისა და კულტურის დარგში ურთიერთობების გააქტიურება - ეს განსახილველი საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად ისაუბრეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

უკრაინა საქართველოსათვის ერთერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. 2017 წლის 5 თვის მონაცემების მიხედვით, უკრაინა ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე -6 და უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე -8 ადგილზეა;

აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის განათლებისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ვიზიტის ფარგლებში იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42