„რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო საერთაშორისო წნეხის ქვეშ იმყოფება”- ჯანელიძე
პოლიტიკა - 12:27, 18 Jul, 2017     1461
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამბასადორიალის გახსნის მისასალმებელ სიტყვაში საანგარიშო პერიოდში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები შეაფასა.

მისი განცხადებით გასული წელი საერთაშორისო არენაზე დატვირთული იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით. მან მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ კორპუსს გაწული საქმიანობისთის, რამაც განაპირობა საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევა.

ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებით გამოიხატა.

„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ეს დიდი მიღწევა ხელს უწყობს იმ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებას, რომელიც საბოლოოდ გულისხმობს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას“ - აღნიშნა ჯანელიძემ და დასძინა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მთავრობას აქვს ამბიციური დღის წესრიგი.

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს ურთიერთობების ინტენისურ დინამიკაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსის მხრიდან აქვს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

„საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი ნდობა და მხარდაჭერა და ეს გამოხატულია იმ მაღალი დონის შეხვედრებში, ვიზიტებში, რომლებიც ხორციელდება და დაგეგმილია. ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს აღქმული მსოფლიოში, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანა, რომლის მიზანია კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, რუსეთის აგრესიისადმი გამკლავება, ოკუპაციის დასრულება და მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით ოკუპაციის ხაზით გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება“-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თმით ქართული დიპლომატიის აქტიური ძალისხმევით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო საერთაშორისო წნეხის ქვეშ იმყოფება.

„რუსეთის მიერ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებს მკაცრი შეფასება ეძლევა გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თუმცა რათქმაუნდა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებეთ რათა მშვიდობიანი და დიპლომატიური ნაბიჯებით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა „ამბასადორიალი 2017 - შედეგებზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ ოფიციალურად გახსნა, რომელიც 21 ივლისს დასრულება. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42