გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 12:13, 18 Jul, 2017     1265
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ურთიერთობების ძირითადი საკითხები. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და არაბთა გაერთიანებული საემიროების ბაზარზე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდის პოტენციალზე. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კუთხით არსებულ შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას, რაც ინვესტიციების ხელშეწყობას, ურთიერთდაცვის შეთანხმებას, ასევე დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელთათვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ისახავს მიზნად.

მხარეებს ასევე ისაუბრეს განათლების სფეროებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში როლანდ ბერიძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42