გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ პირისპირ შეხვედრა გამართეს
პოლიტიკა - 11:58, 18 Jul, 2017     1263
საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველო - უკრაინის ურთიერთობების განვითარებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამ თვალსაზრისით პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს, რომელიც საქართველო- უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ემთხვევა.

„მადლობას გიხდით ამ ისტორიულ ვიზიტში მონაწილეობისთვის. ჩვენს ერებს ძლიერი კავშირები აერთიანებს და მჯერა, რომ თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ამ კავშირებს.

მადლობას გიხდით საქართველოს სტუმრობისთვის და ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომლებსაც თქვენი ვიზიტის ფარგლებში მივიღებთ,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მოწვევისათვის. „მადლობას გიხდით დაპატიჟებისთვის და სტუმართმასპინძლობისთვის. გუშინ, ჩამოსვლის პირველივე წუთიდან გარშემორტყმული ვარ მეგობრებით და ვიმყოფები ძალიან მეგობრულ გარემოცვაში. ჩვენი ქვეყნები იბრძვიან დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ორივე რუსეთის აგრესიის ობიექტია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას კმაყოფილება გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე განახლდება, რომელიც საქართველო - უკრაინას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერაში გამოიხატება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე სამხედრო ბაზების მშენებლობაზე, რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, ბარიერებისა და მავთულხლართების მშენებლობაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. "სასაზღვრო ნიშნების" მონტაჟზე, უკანონო დაკავებებზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონებიდან გატაცების ფაქტებზე, ეთნიკური ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მშობლიური ენის სწავლების აკრძალვაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე.

გიორგი მარგველაშვილმა კვლავ გამოხატა მზადყოფნა გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი ქმედებების განსაკუთრებულ საჭიროებასა და მნიშვნელობას გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და სუამის ფორმატებში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42