"ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთთან პრობლემები აქვს და მარტივად აგვარებს"- ზურაბ აბაშიძე
პოლიტიკა - 11:37, 18 Jul, 2017     2797
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთთან პრობლემების მოგვარება ყველა ქვეყანას უჭირს. მისი თქმით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ოკუპაციის გამოწვევებს ეფექტური პოლიტიკა დაუპირისპიროს:

„დღესდღეობით რუსეთთან ურთიერთობა ყველა ქვეყანას უჭირს. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც პრობლემა აქვს რუსეთთან და მარტივად აგვარებს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად, მაგრამ ამავე დროს, პრინციპულად უნდა გავატაროთ ჩვენი პოლიტიკა და დავიცვათ ჩვენი პრინციპები. ჩემი თაობის ხალხს ახსოვს „ცივი ომის" დროს რა ხდებოდა,. მაშინ ასეთი სარისკო ვითარება არ იყო მსოფლიოში, იყო რაღაც კრიტიკული მომენტები, მაგრამ რაღაც თამაშის წესები მაინც არსებობდა.

დღევანდელ მსოფლიოში საერთაშორისო სამართალი და წესრიგი თითქმის მოშლილია. ნახეთ რა ხდება ევროპაში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიაში. ძალიან ტურბულენტურ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ყველა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, გავუფრთხილდეთ სტაბილურობას ქვეყანაში, რეგიონში.

ეს არის ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და რა თქმა უნდა, მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ძალიან სახიფათო სამყაროში ვცხოვრობთ, სანამ ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ვიქნებით ამ ტურბულენტურ ვითარებაში."- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42