"თქვენ უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას" - პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატებს მიმართა
პოლიტიკა - 10:04, 18 Jul, 2017     3021
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ,,ამბასადორიალი - 2017'' გახსნა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა იმ დადებით შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ქართველი დიპლომატიის წინაშე დგას.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის და აღნიშნა, რომ ელჩებმა საქართველოს ოკუპაციის პარალელურად წარმატებით გაართვეს თავი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.

„ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი დაცულობის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც თქვენ აკეთებთ ასე წარმატებით და უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები.

ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ეს არის ჩვენი დიპლომატიური საქმიანობა, ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ ეფუძნება იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ჩვენი ევროპული განვითარების გზაზე“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ამბასადორიალის“ გახსნისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის, რომლებიც არაღიარების ბრძოლას ძალიან აქტიურად აწარმოებენ ქართველ დიპლომატებთან ერთად.

„მადლიერება ეკუთვნის მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, რომ მიზანი - საქართველოს ისტორიული უსამართლობის არაღიარება იყოს შენარჩუნებული.

ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ემყარება იმ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელშიც დაცულია ადამიანის უფლებები, მედია და სხვა დემოკრატიული ღირებულებები'' -საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ქართველ დიპლომატებს, რომ საქართველოს იმიჯის გაღრმავების პარალელურად ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ ის კონტექსტი, ის გზა, რომლითაც ვითარდება ჩვენი ქვეყანა.

„ამ თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში გადაწყვეტილებების და რეგიონში თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალული ქვეყანაა.

ქვეყანა და სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს სერიოზულ ინვესტიციას თავის ფუნქციაში, სახელმწიფოსი, რომელიც აერთებს ევროპულ და აზიურ ბაზრებს, როგორც სახელმწიფოსი, რომლის შემადგენლობით და მხარდაჭერითაც წყდება ბევრი ეკონომიკური და ენერგეტიკული პრობლემა.

საქართველოს ხედვა არა რომელიმე მეზობელთან დაპირისპირება, არამედ კეთილმეზობლური ურთიერთობა და თანამშრომლობის სივრცის შექმნაა ყველა სახელმწიფოსთან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ თანამშრომლობის სივრცის შექმნაში გამონაკლისს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია, რომლის მუდმივი მცდელობაა სირთულეები შეუქმნას საქართველოს და რომელიც აუარესებს უსაფრთხოების გარემოს ჩვენს რეგიონში.

„ამ თვალსაზრისითაც ძალიან ნათლად უნდა გავაგებინოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან ეს არ არის მხოლოდ 2008 წელს დაწყებული პროცესი, რომ ეს 90 -იანი წლებიდან დაწყებული პროცესია, როდესაც საქართველომ პირველი ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებლობის, თავისუფალი არჩევნის მიმართულებით.

შესაბამისად ნარატივი, თითქოს საქართველო რამე ეტაპზე უქმნიდა რუსეთის ფედერაციას რაიმე სირთულეს და აქედან გამომდინარე განხორციელდა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, თავიდანვე სუსტია, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე, სამწუხაროდ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ცდილობდა ჩვენი ევროპული განვითარება შეეჩერებინა.

ერთერთი მთავარი და მნიშვნელოვანი სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ჩვენ შეგვიქმნა ოკუპაციამ ქართულმა სახელმწიფომ აირჩია ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება: - პირველი, ეს არის სტრატეგიული მოთმინება, რომელიც საბოლოოდ ჩვენ მშვიდობიანად მიგვიყვანს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ, რომ ამ სირთულეებმა რაიმენაირად შეაჩეროს საქართველოს შემდგომი განვითარება და ეს გამოიყენონ ჩვენის სახელმწიფოს განვითარების და გაძლიერების მუხრუჭად”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუზიაროთ ის სიმართლე, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა და ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა, ქართული საზოგადოება დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე და ამ მიმართულებით ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობაც და პოლიტიკური კულტურაც.

ამბასადორიალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42