"მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერით შესაძლებელი იქნება დავასრულოთ ჩვენი მიწების ოკუპაცია და მცოცავი ანექსია"- კობახიძე
პოლიტიკა - 10:04, 18 Jul, 2017     1291
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ამბასადორიალზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება და განვითარება, ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური გეზისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვითა და შენარჩუნებით.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ, თქვენი უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით, შეძლო შეესრულებინა ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანები. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ საგარეო პოლიტიკური წარმატების საფუძველი არა უცხოეთის დედაქალაქებში, არამედ საქართველოში იქმნება. საელჩოების წარმატებული მუშაობა განპირობებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობით, წარმატებული რეფორმებით, დემოკრატიული გარდაქმნებითა და ეკონომიკური წინსვლით, რითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ხელისუფლება. მინდა, განსაკუთრებით შევეხო დემოკრატიული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკისათვის აუცილებელ პოლიტიკურ კონსოლიდაციას, რომელსაც საფუძველი ეყრება პარლამენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმით. მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც პარლამენტის თავმდგომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში დამოუკიდებლობის დღიდან არსებული ბევრი სირთულე სწორედ პოლიტიკური ტურბულენტობის, ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის ბუნდოვანების, მთავრობაში არსებული შიდა წინააღმდეგობასა და დაპირისპირების შედეგი იყო.

"დღეს ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში აღმოიფხვრას ყველა სამართლებრივი ხარვეზი, რაც აქამდე ქმნიდა გაურკვევლობას, შიდა წინააღმდეგობას და დამატებით უქმნიდა დაბრკოლებებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, დემოკრატიულ მოკავშირეებთან. საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის მიმდინარე პროცესი ითვალისწინებს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დემოკრატიული პრინციპების მიხედვით გამიჯვნას, პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და კონსტიტუციაში არსებული წინააღმდეგობების ერთხელ და სამუდამოდ დაძლევას. ამ რეფორმის შედეგად ქვეყანა მიიღებს ევროპული ტიპის ძალიან დახვეწილ ძირითად კანონს. როგორც ყველა სხვა ქვეყანაში და ისტორიულ ეპოქაში, ქვეყნის ფუძემდებლური დოკუმენტის შეცვლა წინააღმდეგობის გარეშე არ მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის, პოლიტიკური წრეების, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართვით მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით ისარგებლებს" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძის განცხადებით, საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაშია.

"მხოლოდ დემოკრატიული მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერით და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებით იქნება შესაძლებელი შევაკავოთ აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დავასრულოთ ჩვენი მიწების ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის ნაწილების მცოცავი ანექსია, აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სამუდამოდ დავუმკვიდროთ ადგილი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული და დემოკრატიული ქვეყნების გვერდით. საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები ამ მიზნის მიღწევის ქვაკუთხედია", -განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42