გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 09:44, 18 Jul, 2017     1416

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს, დავიდ ტონიანს შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა სტუმარს საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მიმდინარე რეფორმა გააცნო და აღნიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო თავდაცვას, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად, შს სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს განვითარებას, სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოების დაცვით, ასევე, საუკეთესო უცხოური გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, სამაშველო ოპერაციების მიმართულებით.

შეხვედრაზე შს მინისტრმა კატასტროფებზე მზადყოფნის, რეაგირებისა და პრევენციის კუთხით სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მიზნით დაგეგმილ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უნიფიკაციის, სტანდარტიზაციისა და მოდერნიზაციის 5-წლიან პროგრამაზე ისაუბრა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შსს-ში უკვე შექმნილია უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივი და ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით, აღნიშნულ პროგრამას შეიმუშავებს.

შს მინისტრმა დავიდ ტონიანს უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო, მათ შორის, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის, დანაშაულზე ოპერატიულად რეაგირების და გამოძიების ხარისხის გაზრდას უზრუნველყოფს.

გიორგი მღებრიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42