,,საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავს მაღალპროფესიონალი და პატრიოტულად განწყობილი დიპლომატიური კორპუსი“
პოლიტიკა - 09:31, 18 Jul, 2017     3152
საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართველი დიპლომატების მუშაობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ამბასადორიალი 2017"-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, ბოლო წლების აქტიური მუშაობის შედეგია, საქართველოს წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.

„დღევანდელი ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამგვარ გარემოში საფრთხეების თავიდან აცილება და თითოეული შესაძლებლობის გამოყენება უფრო დიდ მნიშნელობას იძენს ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისათვის. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ის ფაქტი, რომ წარმატებით გაუმკლავდეს საერთაშორისო გამოწვევებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამ საქმეში დიპლომატიის როლი არის განსაკუთრებული. საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალი და პატრიოტულად განწყობილი დიპლომატიური კორპუსი“, - განაცხადა პრემიერმა.

კვირკაშვილმა გაზი გაუსვა ქვეყნის საგარეო მისწრაფებებს და აღნიშნა, რომ ურთიერთობები ევროკავშირთან ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება, ვითარდება და ახალ სიმაღლეებს იძენს. პრემიერმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის მაგალითი იყო ჩატარებული არჩევნები, რომელმაც ერთხმად დადებითი საერთაშორისო გამოხმაურება მიიღო.

პრემიერმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება. კვირიკაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42