„ოცნებური“ ინტრიგა - რატომ არ უნდათ მერიის მაღალჩინოსნებს კახი კალაძის არჩევნებში გამარჯვება
პოლიტიკა - 08:52, 18 Jul, 2017     10804
თბილისის მერიის მაღალჩინოსნისა და „ოცნების“ სპიკერის, ოთარ აბესაძის მექრთამეობის ბრალდებით დაკავება მმართველ გუნდში შესაძლოა, დიდი პერეტრუბაციების საბაბი გახდეს. მართალია, აბესაძის შემთხვევა გახმაურდა თუ არა, „ოცნება“ შეეცადა, ამ ახალგაზრდა ყმაწვილისგან დისტანცირება მოეხდინა, მაგრამ როგორც იტყვიან, „თითზე კბენანი“ გვიანია, რამეთუ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აბესაძე გავლენიანი „ოცნებელების“ მეგობარია, რასაც მის პირად „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დააკავეს, ოთო აბესაძის პირადი „ფეისბუქგვერდი“ წაიშალა, ანუ დეაქტივაცია მოხდა.

„ოთარ აბესაძის დაკავება, ჩემს ხელთ არსებული ინფრომაციით, დიდი დაჭერების პრელუდიაა,“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ საუბრის დროს ფარული რესპონდენტი. მის მიერვე მოწოდებული კულუარული ინფორმაციის თანახმად, დაჭერების ახალი ტალღა სექტმებრიდან აგორდება.

„იმის შესახებ უკვე საჯაროდ ითქვა, რომ აბესაძე, უბრალოდ, პაიკია და მისი დაკავებით დიდი ზვიგენებზე გასვლა უნდათ. ასევე, არაერთმა პერსონმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ ყველაფრის უკან, დიდი ალბათობით, „ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე დგას.

ის, რომ კალაძე დამოუკდიებელ პოლიტიკურ თამაშს ტამაშობს, პირადად ჩემთვის ახალი ამბავი არ არის. ჯერ კდიევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კალაძემ იმდენი მოახერხა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავიდან ბოლომდე საკუთარ გარემოცვას დაუქვემდებარა. აი, ზუსტად მაშინ გამოჩნდა, რომ მას დიდი პოლიტიკური მიზნები ჰქონდა“, - აღნიშნნავს „ნიუპოსტის“ წყარო.

კულუარებში ამბობენ, რომ კალაძის უახლესი გარემოცვის წევრები მათ, ვინც „ოცნებას“ აკრიტიკებენ, ან ღიად უკავშირდებიან ან შუამაველბს უგზავნიან და მადლობას ეუბნებიან, რომ გამბედაობა ჰყოფნით და ხელისუფლების ცუდ რაღაცებზე თვალს არ ხუჭავენ.

ამასთან, როგორც „ნიუპოსტს“ უხსნიან, გულზე ხელდაკრეფილი არც მეორე მხარეა და ყველანაირად ცდილობს, რომ კალაძის ავტორიტეტსა და რენომეს გარკვეული დარტყმა მიაყენოს. ამ მხრივ კი, როგორც ამბობენ, მერიის კულტურის სამსახური აქტიურობს.

„ამ სამსახურს ია მაქაცარია ხელმძღვანელობს. მაქაცარიას დიდი ხანია, როგორც მე ვიცი, აქვს სურვილი, რომ კულტურის მინისტრი გახდეს. ისიც გამიგია, რომ ამ მიზნით ბიძინა ივანიშვილთან შუამავლების მოძებნასაც ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

მაქაცარია, მართალია, იმთავითვე „ოცნების“ აქტივისტი იყო, მაგრამ დიდი პოლიტიკური მოღვაწეობით არასოდეს გამოირჩეოდა. სამაგიეროდ, როგორც მითხრეს, დაახლოებით, ორი წლის წინ, საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომელიც ადგილობრივი არჩენების შემდეგ, შეიძლება, ძვირი დაუჯდეს, - უყვება „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო და ამ „ძვირად დაჯდომის“ მიზეზსაც ხსნის, - ალბათ, გახსოვთ, კალაძის ცოლის ძმა მერიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და ამ პოსტს, ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებდა კიდეც, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც ცნობილი გახდა, რომ დიპლომი არ ჰქონდა. ახლა, თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად ასე იყო, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კალაძის ცოლისძმის უდიპლომობაზე ხმა სწორედ მაქაცარიამ გაავრცელა, რადგან იმ ბიჭისა და მაქაცარიას თანამდებობები თითქმის იდენტური იყო და მაქაცარიას უნდოდა, რომ კულტურისა და სპორტის სფერო ერთპიროვნულად ემართა, მაგრამ კალაძის ცოლის ძმას ვერ ეტყოდა, წადიო. ამიტომ, სკანდალი იყო საჭირო. უდიპლომობაზე კარგი სკანდალი კი რა უნდა ყოფილიყო?

ერთი სიტყვით, მაქაცარიამ მაშინ კი მოიშორა კალაძის ცოლის ძმა, მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ ბოლოს, მთლად კალაძესთან ექნებოდა საქმე. ჰოდა, ახლა, მერიაში, როგორც მითხრეს, ერთი „ტრაური“ აქვთ, რადგან იციან, რომ კალაძე მერი გახდება თუ არა, ძალიან ბევრი მაღალჩინოსანის თავი გაგორდება.

ამ კულუარულ ხმებს ისიც ამძაფრებს, რომ სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე დაიჭირეს ოთო აბესაძე, რომელიც უშუალოდ ნარმანიას კადრია,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ ფარული რესპონდენტი და აქვე დასძენს, რომ აბესაძე ბერასთანაც მეგობრობდა.

„აბესაძისა და „ბირჟა მაფიის“ საქმე ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ ორივე შემთხვევაში, სამართალდამცავები ბერას ახლობლებს შეეხნენ. ეს შეიძლება, გაუთვლელად მოუვიდათ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამ ყვეალფრის გამო სერიოზული ხარკის გადახდა მოუწევთ ვიღაც-ვიღაცებს, თუმცა „ბირჟა მაფიას“ საქმისგან განსხვავებით, ქრთამის აღებაში მხილება ისეთი ბრალდებაა, რომ ბერა ვერ გამოვიდოდა და „ფეისბუქში“ ვერ დაწერდა, ოთო შენთან ვარო, თუმცა ამის მიუხედავად, არ მგონია, რომ ეს ამბავი ასე ლაითად დამთავრდეს,“ - მიიჩნევს კონფიდენციალური რესპონდენტი,

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ შემოდგომისთვის დიდ ცვლილებებს ელიან:

„აგვისტო მეტ-ნაკლებად მშვიდი იქნება, აი, სექტემბერში კი ისეთი რაღაცები მოხდება, რომ „ოცნების“ დატოვებას ტიპები შეიძლება, ერთმანეთს ასწრებდნენ.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42