„ამბასადორიალი 2017“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა
პოლიტიკა - 09:11, 18 Jul, 2017     1915
2017 წლის 18-21 ივლისს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ გაიმართება.

„ამბასადორიალი 2017“-ს ოფიციალურად გახსნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ,

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება სამუშაო სესიები მინისტრთა კაბინეტის და საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით.

„ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ამ მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ სამუშაოებზე. სამუშაო სესიები მოიცავს თემატურ შეხვედრებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის საკითხზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და სხვა. ერთ-ერთი სესია დაეთმობა სამინისტროში შეფასების ახალი სისტემის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ორგანიზაციულ განვითარებას, ასევე თანამშრომელთა პროფესიულ და კარიერულ წინსვლას. ცალკე სესია დაეთმობა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, ასევე წელს პირველად ამბასადორიალის მონაწილეები სამუშაო სესიის ფარგლებში განიხილავენ დეზინფორმაციისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში წელს პირველად გაიმართება „ეკონომიკური დიპლომატიის“ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს წრეები, საქართველოს საპატიო კონსულები საზღვარგარეთ. კონფერენცია პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოში - „შპს ჯეოკეპი“ გაიმართება და იგი დაეთმობა პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და მსოფლიოს ლიბერალურ ბაზრებთან ინტეგრაციის საკითხებს და ა.შ.

„ამბასადორიალი 2017“ მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

„ამბასადორიალი 2017“ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შემაჯამებელი პრეს-კონფერენციით 21 ივლისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42