„ახალციხეში, სოფელ ურაველში, ჩენი პარტიის წარმომადგენელი ბეგლარ კაპანაძე (ამავე სოფელში ჩვენი გამგებლობის კანიდატი) შვილთან და 80 წლის მამასთან ერთად ქართული ოცნების აქტივისტებმა სცემეს.
კაპანაძეების ოჯახს მერიისა და გუბერნიის თანამშრომლებმა გზა 3 მანქანით გადაუკეტეს და რა უქნეს მარცხენა ფოტოზეც ხედავთ.
მარჯვენა ფოტოზე კი მძიმედ ნაცემმა და ძირს დაგდებულმა 23 წლის შვილმა მოახერხა 2 თავდასხმელის გადაღება. ზურგით მდგომი არის ახალციხეში ოცნების დეპუტატი (კოპაძე) ბიუროს უფროსი. ლურჯ მაისურში კი ამ დეპუტატის მძღოლი.
ოცნებამ მათთვის ვადაზე ადრე დაიწყო ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. მშვენივრად იციან რომ წლევანდელი არჩევნები კოლექტიური ფარცხალაძეებისთვის, კალაძეებისთვის, გოგაშვილებისთვის, ჯეჯელავებისთვის, ჩინჩალაძებისთვის და ა.შ იქნება ყველაზე მძიმე რაც აქამდე ჩაუტარებიათ და შედეგიც აუცილებლად ადექვატური დადგება“- წერს ნიკა მელია თავის ფეისბუქ გვერდზე. 

მასალის გამოყენების პირობები






