რა ბედი ელით საზმაუში დასაქმებულ ადამიანებს- "საერთაშორისო გამჭვირვალობა" განმარტებებს ითხოვს
პოლიტიკა - 16:02, 17 Jul, 2017     1251
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს განცხადებით ეხმაურება და საზმაუს მოუწოდებს, რომ განმარტოს რა პრინციპით ათავისუფლებენ და ტოვებენ არხზე თანამშრომლებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს, 17 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველ არხზე ყველა გადაცემა იხურება. ახალი სეზონიდან “მოამბე”, კონკურსში გამარჯვებული გადაცემები და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სოციალურ-პოლიტიკური პროგრამები გავა ეთერში, თუმცა ჯერჯერობით სამაუწყებლო ბადე ცნობილი არ არის. გაურკვეველი დროით იხურება გადაცემები მეორე არხზეც. მაუწყებლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, “მეორე არხის ადამიანური რესურსის გარკვეული ნაწილი გადაინაცვლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით, სხვადასხვა პოზიციაზე”, თუმცა რა პრინციპით დატოვებენ თანამშრომელებს, უცნობია.

კიდევ უფრო ბუნდოვანია ამ არხებზე დასაქმებული ადამიანების მომავალი. საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმების გაუმჭვირვალობა წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე საჯარო კონკურსების მატების ტენდენცია შეინიშნებოდა, ახალი მენეჯმენტის პირობებში საკადრო გადაწყვეტილებები კვლავ გაუმჭვირვალედ მიიღება. ერთი მხრივ, ეს ეხება ტელეკომპანია GDS-დან კონკურსის გარეშე მიღებულ კადრებს, მეორე მხრივ კი კონსულტანტებს, რომლებმაც მუშაობა მაუწყებელში ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ მალევე დაიწყეს. ამ ტენდენციამ კიდევ უფრო გაართულა მაუწყებლისთვის ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, გამჭვირვალე სახელფასო პოლიტიკისა და სამუშაოს შეფასების სამართლიანი სისტემის დანერგვა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საზოგადოებრივი მაუწყებლისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან ან რამდენი თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. არხზე გადაცემების დახურვიდან ერთი კვირით ადრე, 10 ივლისის მონაცემებით, საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულება შეუწყდა 54 ადამიანს და გაუგრძელდა 58 ადამიანს, მათ შორის 22 ადამიანი გადავიდა პროექტში “თვითმმართველობის არჩევნები 2017”, რომელიც 2017 წლის პირველ ნოემბრამდე გრძელდება. ასევე წერილში აღნიშნულია, რომ “საშტატო განრიგი დამტკიცებული არ არის”, ხოლო “განმარტების გაკეთება იმის შესახებ, თუ რას აპირებს და გეგმავს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი საკადრო საკითხთან დაკავშრებით, არ წარმოადგენეს საჯარო ინფორმაციის კატეგორიას.”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს:

განმარტოს რა პრინციპით ათავისუფლებენ და ტოვებენ არხზე თანამშრომლებს;

უმოკლეს დროში დაამტკიცოს საშტატო განრიგი;

დასაქმების პოლიტიკის მაქსიმალური გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ

არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაქმების პოლიტიკის შესახებ;

დასაქმებული ადამიანები ინფორმირებულები იყვნენ თავიანთ მომავალთან დაკავშირებით;

ორგანიზაციაში არსებულმა დაძაბულმა გარემომ არ მოახდინოს გავლენა მათ შრომის ნაყოფიერებასა და არხზე მომუშავე გუნდების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქტიურად დააკვირდება მაუწყებელზე მიმდინარე რეფორმას და მზად არის უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ გათავისუფლებას დაკავებული პოზიციიდან უკანონოდ ან უსამართლოდ მიიჩნევენ.

შენიშვნა: ტექნიკური ხარვეზის გამო, მოგვიანებით მივიღეთ ინფორმაციის ნაწილი, შესაბამისად, იმ თანამშრომლების რაოდენობა, რომელსაც ხელშეკრულება შეუწყდა და გაუგრძელდა, თავდაპირველ ვარიანტში არ იყო ასახული.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42