"მარშის" სკანდალი - „ქალთა მოძრაობა“ შსს-ს გამოძიების დაწყებისკენ, მედიას კი მუქარის ავტორების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 14:46, 17 Jul, 2017     2499
„ქალთა მოძრაობა“ ხელისუფლებისგან ე.წ. “ქართული მარშის” ორგანიზატორების მიერ ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარაზე რეაგირებას ითხოვს, მედიას კი მოუწოდებს, რომ მუქარის ავტორებს ბოიკოტი გამოუცხადონ. ამასთან დაკავშირებით ქალთა მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მიმართვა სახელმწიფოს, მედიას, საზოგადოებას.

რამდენიმე დღის წინ, 14 ივლისს, თბილისში გაიმართა ე.წ. “ქართველთა მარში” , მკვეთრად ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებებით. მას შემდეგ საკუთრივ აქციის ფეისბუკის გვერდზე, ისევე, როგორც მისი ორგანიზატორების პირად გვერდებზე, ინტენსიურად იწერება სიძულვილით სავსე, რასისტული, ჰომოფობიური, ქალთმოძულე განცხადებები ამ მარშის მოწინააღმდეგეთა მისამართით. 16 ივლისის საღამოს ვითარებამ კულმინაციას მიაღწია - აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის კონსტანტინე მორგოშიამ, გია კორკოტაშვილმა, ბექა ვარდოსანიძემ, რამაზ გაგნიძემ, გიორგი ონიანმა და მიხეილ ამისულაშვილმა მიზანში ამოიღეს ახალგაზრდა ქალი, რომლის მისამართითაც, გამოიყენეს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და ჯგუფური გაუპატიურების მუქარის შემცველი კომენტარები.

ცალსახად შემაშფოთებელ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ ხელისუფლება მყარად დუმს როგორც საკუთრივ აქციის, ისე მისი ორგანიზატორების სიძულვილით სავსე პროპაგანდის შესახებ. საჯარო სივრცეში მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ამ პროცესების თაობაზე. ვთვლით, რომ დუმილით და უმოქმედობით სახელმწიფო სიძულვილს წაახალისებს. ეს სიძულვილი კი უკვე ძალიან ბევრს უქმნის საფრთხეს - არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, არამედ ნებისმიერს, ვისაც მარშის ორგანიზატორები შეხედულების თუ პოზიციის გამო აითვალწუნებენ.

ვითარებას თვისებრივად ამძიმებს ისიც, რომ სიძულვილის მთესველი ფიგურების მედიაში ხილვა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა - როგორც მოყვითალო ელფერის, “მყვირალა” შოუებში, ისე უფრო სერიოზულ და სიღრმისეულ დისკუსიებზე პრეტენზიის მქონე გადაცემებში. ამ ადამიანებს წარმოგვიჩენენ ლეგიტიმურ “მხარედ” და “პოზიციად” - არადა, წესით, მედია დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს სიძულვილის გავრცელების და გაძლიერების საფრთხეს.

ვითარება იმდენად გროტესკული გახდა, რომ უკვე ქალის გაუპატიურებაზე ღიად მეოცნებე ჯგუფი გვესაუბრება საზოგადოების, ქართველების, ტრადიციების სახელით. მსგავსი ფიგურები “ქართველობას”, როგორც ასეთს, რასიზმთან, სიძულვილთან, ძალადობასთან, ქალთმოძულეობასთან აიგივებენ - რასაც, ჩვენი ღრმა რწმენით, ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქე უნდა შეეწინააღმდეგოს. შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოვითხოვთ:

მედია საშუალებებმა გამოუცხადონ ბოიკოტი “ქართული მარშის” ორგანიზატორებს, არ მიიწვიონ ისინი გადაცემებში, არ მისცენ ღია ტრიბუნა. გაუპატიურების მხარდამჭერი პირები არ შეიძლება იყვნენ ლეგიტიმური “მხარე”, ან საზოგადოების რომელიმე ნაწილის წარმომადგენლები.

მთავრობამ გააკეთოს ოფიციალური განცხადება და გამოხატოს თავისი პოზიცია როგორც ქსენოფობიური მარშის, ისე ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენასთან და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებით;

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გაუპატიურების შესაძლო მუქარის თაობაზე;

მუქარის ავტორებმა საჯარო ბოდიში მოიხადონ სიძულვილის ენის და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42